ვიდეო
11 წლის გაგიდელი ბიჭი, რომელსაც საფეხბურთო ოცნების ახდენაში აფხაზი სამხედროებიც ეხმარებიან [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ენგურის ხიდზე ხშირად ნახავთ პატარა ბიჭს, რომელიც მოპედს მართავს და დედასთან ერთად ოკუპირებული გალის რაიონიდან ზუგდიდისკენ გადაადგილდება. გაიცანით, ეს 11 წლის დიტო ოყუჯავაა, სოფელ გაგიდის მცხოვრები. მას ბაიას საფეხბურთო ბაზაზე მიეჩქარება, თუმცა ჩვენთვის ხიდზე ცოტა ხნით შეყოვნდა.

მოზარდს ფეხბურთი ძალიან უყვარს. იმდენად, რომ ნებისმიერი ამინდის პირობებში მშობლიური სოფლიდან კვირაში ოთხჯერ გადმოდის. დანიშნულების ადგილამდე გასავლელ მანძილს საათ-ნახევარში ფარავს. აქ უკვე ბევრი მეგობარი შეიძინა.

პირველი მოპედი ოჯახმა სამი წლის წინ განვადებით შეიძინა, რათა დიტოს დაუბრკოლებლად შეძლებოდა გალსა და ზუგდიდს შორის მიმოსვლა. მართალია, რამდენჯერმე გაუფუჭდა, ისე, რომ შეკეთებას არ ექვემდებარება, თუმცა სამაგიეროდ, რამდენიმე დღის წინ ქართველმა ბიზნესმენმა მას ახალი მოპედი და 300 ლიტრი საწვავი საჩუქრად გადასცა. ამბობს, რომ ის ეკონომიურია და გადაადგილებასაც მოკლე დროში ახერხებს.

დიტო ოტობაიას სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა. ის სოფელში, გალელ ბავშვებთან ერთად ფეხბურთს ხელოვნურსაფარიან მინი სტადიონზე თამაშობს, თუმცა დიდი ფეხბურთისთვის ვარჯიშს ზუგდიდში ამჯობინებს. აქ უკეთესიაო, ამბობს.

ადმინისტრაციულ საზღვარზე ე.წ. მესაზღვრეები მას უკვე ცნობენ და კეთილგანწყობით ხვდებიან. საბუთებს ზოგჯერ არც უმოწმებენ. მარტოს ჯერ არ ატარებენ, ამიტომაც მოპედზე უკან დედას შემოისვამს და გეზს ბაიას ბაზისკენ აიღებენ.

მადონა ხუხუა გაგიდას სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებს უკვე 26-ე წელია ასწავლის. მისი თქმით, დიტოს არ ეზარება ნებისმიერ ამინდში ფეხბურთზე სიარული, ამიტომაც, როგორც დედამ, თავი ვალდებულად მიიჩნია, გვერდში დაუდგეს და ხელი ყოველმხრივ შეუწყოს. დედა-შვილს პრობლემები არც ადმინისტრაციული საზღვრის გადმოკვეთისას ხვდება.

"დღეს ურიგოდ გამოგვატარეს აფხაზებმა და მადლობა მათ ამისთვის. ვთხოვე, რომ ბავშვს აგვიანდებოდა ფეხბურთზე და უპრობლემოდ გამოგვიშვეს", - ამბობს მადონა ხუხუა.

მესამე წელია დიტო ბაიას ბაზაზე ვარჯიშობს. მწვრთნელი ამბობს, რომ ის მონდომებული ბავშვია და აქვს შესაძლებლობა, კარგი ფეხბურთი ითამაშოს. სპორტისადმი განსაკუთრებული სიყვარულის და მონდომების გამო გულშემატკივრობენ და ეხმარებიან. ოჯახი თანხის გადასახადისგან თავისუფალია. ამასთან, მოზარდს ბურთით და ფორმებითაც უზრუნველჰყოფენ.

"მოსვლის დღიდან შეგვაყვარა ყველას თავი. მონდომებული ბიჭია და ყველაფერი წინ აქვს. თუ ასე გააგრძელა, შეიძლება საქართველოს ნაკრებს გამოადგეს", - განმარტა თემურ გუჯეჯიანმა.

დიტოს საყვარელი ფეხბურთელი ლეონელ მესია. გუნდი ძნელი მისახვედრი არ არის - ბარსელონა. სწორედ ბარსელონაში თამაშია პატარა გაგიდელი ბიჭის ოცნება და მთავარი მიზანიც. ამ დიდ მიზნამდე მას ბევრი შრომა მოუწევს. მანამდე აუცილებლად დასჭირდება მოპედიც ჩვეულ გზაზე - გალი-ზუგდიდი.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.