ვიდეო
მავთულხლართებით გაყოფილი ჭირისუფლები [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ამ სოფელში და ამ ადამიანთან ერთად გავატარე მთელი ბავშვობა, - ამბობს ნანი უზარაშვილი, რომელიც აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან დგას და შორიდან უყურებს სამგლოვიარო პროცესიას.

უყურებს 7 წლის უნახავი ბიძაშვილის დატირებას, ვისთანაც მთელი ბავშვობა მდინარე ენგურის სანაპიროზე გაატარა. თავად ზუგდიდის მუციპალიტეტის სოფელ ორსანტიაშია, დაკრძალვა კი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში. ახლა ამ სოფლების გამყოფი მდინარე ენგურის გადაკვეთა ისე მარტივი არ არის, როგორც მის ბავშვობაში იყო.

ნანი უზარაშვილი საუბარს წყვეტს, ხელებით თითქოს მზეს იჩრდილავს და თან ცრემლებს ჩუმად იწმენდს. ვიდეოკამერების ერიდება. არ უკვირს, რომ მავთულხლართებით გაყოფილ დაკრძალვას, თითქმის ყველა ქართული მედიასაშუალება აშუქებს.
სულ რამდენიმე მეტრი აშორებს უახლოეს ნათესავებს, რომლებიც საყვარელი ადამიანის გარდაცვალებას მასავით განიცდიან.

ჩუმად ამბობს, რომ ძალიან უნდა ახლა იქ იყოს - „ეს ცხოვრებაა განა? არ მესმის, ასე რატომ ხდება“, - კითხულობს ნანი და თან ხელის აწევით ესალმება მავთულხლართებიდან მომზირალ ნათესავებს.

ნანი უზარაშვილს საოკუპაციო ხაზის კვეთისთვის აუცილებელი დოკუმენტები არ აქვს. თავადაც ოკუპირებული ოტობაიიდანაა, თუმცა დევნილობის შემდეგ იქ არ ჩასულა.

მასთან ერთად დღეს ენგურის მეორე მხარეს იდგნენ სხვა ნათესავებიც, რომლებსაც ასევე არ ჰქონდათ ე.წ. აფხაზური პასპორტი, ფორმა ნომერი ცხრა, ან ბინადრობის მოწმობა. ეს ის დოკუმენტებია, რომლის მფლობელიც დღეს ორმხრივად, შეუფერხებლად ახერხებს სამეგრელო-აფხაზეთის პირობითი საზღვრის კვეთას.

ნანი უზარაშვილი საბუთების არქონის მიზეზით ვერ დაესწრო ცოტა ხნის წინ დედის დაკრძალვასაც. „არც საფლავი ვიცი სად არის“, - განმარტავს ის.

სამგლოვიარო პროცესია შესახვევს მიეფარა. არავინ ჩანს, თუმცა ხიდზე, რომელიც ორ სოფელს აერთიანებს და რომლის ბოლოც მავთულხლართებით იხურება, ისევ დგას ნანი უზარაშვილი ნათესავებთან ერთან. ქალები ტირიან, მამაკაცები კი ღვინით სავსე ჭიქით აცილებენ საყვარელ ადამიანს. ამ „სანახაობას“ ჟურნალისტებთან ერთად ადევნებს თვალს პოლიცია და სოფლის მცხოვრებნი. მათთვის აქ უჩვეულო არაფერია.

„ამ ადგილიდან (ორსანტია) სულ ახლოსაა ოტობაიის სასაფლაო. ამიტომაც, გარდაცვლილის გასვენება სულ ამ გზით უწევთ. ეს პროცესი აქედან კარგად ჩანს. ნათესავები, ვინც ვერ ახერხებს იქით გადასვლას, აქედან უყურებენ“, - გვეუბნება ორსანტიაში მცხოვრები ქალი, რომელსაც ვინაობის დასახელება არ სურს, რადგან გალში თავად ხშირად დადის. ამბობს, რომ საბუთები აქვს და პრობლემა არ ექმნება.

აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზს დღეში ასობით ადამიანი კვეთს. ე.წ. ოფიციალური გამშვები პუნქტი ენგურის ხიდზე ფუნქციონირებს. მგზავრებს აქ დოკუმენტებს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მესაზღვრეები უმოწმებენ, რომელთა ნაწილი აფხაზი, ნაწილი კი რუსი ჯარისკაცია.

მანამდე, ენგურის ხიდის გარდა, აფხაზეთ-სამეგრელოს ე.წ. საზღვართან ფუნქციონირებდა ხურჩა-ნაბაკევის, საბერიო-ფახულანის და ოტობაია-ორსანტიის საკონტროლო-გამშვები პუნქტებიც, რომელიც დე ფაქტო მთავრობამ საოკუპაციო ხაზის უკეთ გაკონტროლების მიზეზით, 2016 წლიდან ეტაპობრივად დახურა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დღეს ანიმაციური
18:43 / 19.04.2019
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დღეს ანიმაციური
ანჟელა ჩუბინიძე ახალსოფლის სკოლაში ხელოვნებას ასწავლის.
18:30 / 17.04.2019
ანჟელა ჩუბინიძე ახალსოფლის სკოლაში ხელოვნებას ასწავლის.
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 3000 ძირი დეკორატიული მცენარე
15:26 / 11.04.2019
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 3000 ძირი დეკორატიული მცენარე
ზუგდიდში გზების ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.
17:07 / 04.04.2019
ზუგდიდში გზების ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.
გამოკითხვა
ვის აირჩევ ზუგდიდის მერად?
ფოტო
წვიმას გაქცეული თავშესაფრის მაძიებლები [ფოტო]
მიუსაფარი ძაღლების ბრძოლა არსებობისთვის,
გუბეები ზუგდიდის პარკებსა და სკვერებში [ფოტო]
წვიმიან ამინდში ქალაქ ზუგდიდის პარკებსა თუ სკვერებში გასეირნება
რას ჰყვებიან კედლები [ფოტო]
ზუგდიდში, კორპუსების კედლებზე, დადიანების ეზოში და სკეიტ პარკში
აუტისტური სპექსტრის აშლილობის მქონე გიგის პერსონალური გამოფენა [ფოტო]
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებსაც აქვთ
მესტიელი გიდი, რომელიც ამბებს ფოტოებით ყვება [ფოტო]
სოფელი ადიში ისეთია, ერთხელ თუ ადამიანმა ნახა, მისი
მზარეულის მაგიდა
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მეგრული ხაჭაპურის მომზადების ტრადიცია [ვიდეო]
მეგრულ ხაჭაპურს წინაპრები ჯარგვალში, შუაცეცხლზე