ვიდეო
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია ივნისში დასრულდება [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 3000 ძირი დეკორატიული მცენარე მოიტანეს, რომლის დარგვის პროცესიც უახლოეს დღეებში დაიწყება. ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის დირექტორ ზვიად ქარჩავას განცხადებით, ხე-მცენარეები ეტაპობრივად კიდევ დაემატება.

ამ დროისთვის ბოტანიკურ ბაღში კეთდება შიდა ბილიკები. საერთო ჯამში, სხვადასხვა ლოკაციაზე 8 კილომეტრის სიგრძის ბილიკზეა საუბარი.

უახლოეს დღეებში იგეგმება სკამებისა და ნაგვის ურნების განთავსებაც. ბაღს ექნება ორი შესასვლელი, როგორ ადრე ჰქონდა, თუმცა სხვადასხვა ტექნიკური სამუშაოსთვის ტრანსპორტის გასატარებლად დაემატა მესამე კარი ლაღიძის ქუჩიდან.

ბილიკების მოწყობის პარალელურად, მიმდინარეობს ხელოვნური ტბების ქვით მოპირკეთება და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა.

ზვიად ქარჩავას განცხადებით, ბაღში სამუშაოები ივნისში დასრულდება. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რა ეღირება შესვლა. ამ საკითხზე ადმინისტრაცია საჯარო შეხვედრის მოწყობას გეგმავს.

ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ XIX საუკუნეში გაშენებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის აღდგენის სამუშაოები ერთი წელია მიმდინარეობს. ბაღი, რომელიც მოუვლელობის გამო განადგურებული იყო, ეკალბარდებისგან და გამხმარი მცენარეებისგან გაიწმინდა.

დასრულდა მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა - დამონტაჟებულია სარწყავი, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები. გაყვანილია ელექტროსადენები და ბუნებრივი აირი. აშენდა 3 საპირფარეშო, 2 სალარო ჯიხური; დასრულდა მებაღის სახლის და ორანჟერეას მშენებლობაც.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია მრავალწლიანი დაპირებების შემდეგ 2018 წლის თებერვალში დაიწყო. ბაღის აღდგენის სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტს მსოფლიო ბანკი ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით აფინანსებს. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.