ვიდეო
ზუგდიდის ბულვარში ოდა-სამკითხველო გაიხსნა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
დედაენის დღეს ზუგდიდის ბულვარში სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა. დაიდგა მეგრული ოდის ფორმის წიგნებით სავსე თარო, საიდანაც მოქალაქეებს შეუძლიათ მათთვის სასურველი წიგნი წაიღონ, წაიკითხონ და შემდეგ უკან დააბრუნონ, სურვილის შემთხვევაში კი ახალი წიგნი დატოვონ.

„ზუგდიდში გავხსენით ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ოდა სამკითხველო, რომელიც დარწმუნებული ვარ რომ იქნება აქტიური და ყველა ზუგდიდელისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სივრცე, მითუმეტეს, მოდის მზიანი დღეები, ზაფხული და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომ ხშირად ესტუმროს ამ ადგილს“, - გვითხრა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

სკვერის ბიბილიოთეკის გახსნაზე მისულმა 9 წლის საბა ტაბიძემ გვითხრა, რომ ყოველთვის აიღებს წიგნებს ბიბლიოთეკიდან და თვითონაც მოიტანს, სხვა ბავშვებმაც რომ ისარგებლონ.

ზუგდიდის მცხოვრების ჯაბა გერსამიას თქმით, სკევრის სამკითხველოს გახსნა კარგი იდეაა და ის ბევრ ადგილას უნდა დაიდგას.

„წარმატებას ვუსურვებ იდეის ინიციატორებს და რაც უფრო მრავალს ადგილას დაიდგმება სამკითხველოები უკეთესი იქნება. წარმატებას ვუსურვებ მათაც ვინ თავის წიგნს გაიმეტებს ამ ბიბლიოთეკისთვის“, - გვითხრა ჯაბა გერსამიამ.

სკვერის ბიბლიოთეკის გახსნის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.