ვიდეო
ბავშვების საყვარელი გაკვეთილი ახალსოფლის სკოლაში [ვიდეო/ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ანჟელა ჩუბინიძე ახალსოფლის სკოლაში ხელოვნებას ასწავლის. თეორიული ცოდნის პარარელურად, ბავშვები პრაქტიკული სავარჯიშოებით ეუფლებიან ხელნაკეთი ნივთების მომზადებას. კვილინგის, ე.წ. პაპიამაშის და დეკუპაჟეს ტექნიკის გამოყენებით, დეკორატიულ საგნებს ქმნიან. გაკვეთილები აქ ყოველთვის ფერადია. განწყობაც შესაბამისი - სამუშაო და მხიარული.

კვილინგის შესახებ შვიდი წლის წინ იუტუბით შეიტყო. მოეწონა. ჯერ თავად ისწავლა, შემდეგ კი გადაწყვიტა ცოდნა მოზარდებისთვისაც გაეზიარებინა. რადგან ფერად ტიხრებს მაშინ საქართველოში ვერ შეიძენდა, თაბახზე ბავშვების და მშობლების დახმარებით დახაზა. მერე ეს ყველაფერი ქსეროქსის გამოყენებით ფერად ფურცლებზე გადაიტანეს და დაჭრეს. პედაგოგის თქმით, ბავშვები თვეობით მუშაობდნენ კვილინგზე, ნამუშევრები კი მოგვიანებით სამხატვრო გალერეაში გამოფინეს.

ანჟელა პროფესიით მხატვარ-დეკორატორია. საქმეში ერთფეროვნება არ უყვარს, ამიტომაც ცდილობს გაკვეთილები სიახლეებით დატვირთოს. მოსწავლეებმა უკვე იციან ე.წ. პაპიამაშის ტექნიკით ნივთების დამზადება. მასალად ყველანაირ მაკულატურას იყენებენ, შემდეგ მას აქუცმაცებენ და ადუღებულ წყალს ასხამენ. რამდენიმე დღე ასე აჩერებენ და მიქსერის დახმარებით კიდევ უფრო ანაწევრებენ.

"შემდეგ გამოვწურავთ ამ მასალას. ვურევთ წებო ემულსიას. ვზილავთ მანამ, სანამ არ გამოვა არაჟნისმაგვარი მასა. მერე სხვადასხვა ფორმაზე, ან ტრაფარეტზე ვცდილობთ გავაკეთოთ რამე გამოსახულება, ნივთი. მაგალითად პაპიამაშის კვერცხი. სააღდგომო ანგელოზსაც ვამზადებთ", - უთხრა პედაგოგმა "ლაივპრესს".

ამბობს, რომ თავიდან ჰყავდა ისეთი ბავშვებიც, რომლებსაც არ ემარჯვებოდათ მსგავსი რაღაცები, თუმცა გაკვეთილის პროცესს მერე მხარი აუბეს. ზოგიერთს სურვილი გაუჩნდა, სამომავლოდ განაგრძოს ეს საქმე.

მოსწავლეები ინტერსით ეკიდებიან სამუშაო პროცესს. ამბობენ, რომ უყვართ ყველაფერი ის, რითაც მათ პედაგოგი ასაქმებს.

ანჟელა მუშაობს ბატიკის ქსოვილზე და ზეთზე. ხატავს. ბოლო წლებია თავისუფალ დროს ხელნაკეთი ნივთების დამზადებას უთმობს. ერთი თვეა ახალი გატაცება აქვს - გულსაბნევების და სამკაულების გაკეთება. ამისთვის ბისერებს და ნატურალურ ქვებს იყენებს.

პედაგოგის თქმით, მოსწავლეებმა სააღდგომო თემატიკაზე მუშაობა უკვე დაიწყეს. ამზადებენ სადღესასწაულო დეკორაციებს. მერე გამოფენა-გაყიდვასაც მოაწყობენ. შემოსული თანხით ისინი ერთ პატარა ბიჭს დაეხმარებიან, ვისაც მათი თანადგომა სჭირდება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
18:03 / 12.08.2019
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის სოფელ კოკში, მურთაზ ჩიქავას ჯარგვალში
15:53 / 03.08.2019
ზუგდიდის სოფელ კოკში, მურთაზ ჩიქავას ჯარგვალში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
12:47 / 02.08.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
19:18 / 17.07.2019
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
საბჭოთა რეპრესიები
ფოტო
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი დაზიანებულია,
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.