ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დღეს
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "თოფუზი" გაიმართა. აქ
უჩვენეს როგორც ქართული, ისე უცხოური მოკლემეტრაჟიანი ფილმები. მათ
შორის ადგილობრივი ანიმაციის სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული
ორი მოკლემტრაჟიანი კლიპი. ღონისძიების მიზანი, რომელიც მეთერთმეტე
წელია ქვეყანის სხვადასხვა რეგიონში ტარდება, ანიმაციის
პოლუპულარიზება და საზოგადოებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში
ცნობიერების ამაღლებაა ხელოვნების ამ კომპონენტის მიმართ.
ანიმაციის განვითარების ფონდის წარმომადგენელმა არჩილ კუხიანიძემ "ლაივპრესს" უთხრა, რომ ფესტივალი ზუგდიდში დიდი ხნის პაუზის შემდეგ გამართეს. გუშინ, 18 აპრილს ანიმაციური ვორქშოპი ჩატარდა, სადაც ბავშვებმა სტოპმოუშენის და ტრადიციული ანიმაციური ხერხების გამოყენებით კლიპი მოამზადეს. მასალას რამდენიმე დღეში დაამონტაჟებენ, მოგვიანებით კი საზოგადოებას უჩვენებენ.
მისივე თქმით, თოფუზის მთავარ ფესტივალზე, რომელიც ოქტომბერში ბათუმში გაიმართება, ბავშვებს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, მათ შორის ზუგდიდიდანაც ჩაიყვანენ. აქ ისინი გაეცნობია პროფესიონალი უცხოელი ანიმატორების შექმნილ პროდუქციას, რომლებიც ანიმაციას მსოფლიოს მასშტაბით აწარმოებენ. არჩილ კუხიანიძე ამბობს, რომ ღონისძიებაზე წარადგენენ ზუგდიდელი მოსწავლეების მიერ შექმნილ ვიდეოკლიპებსაც.

თავის მხრივ, ახალგაზრდების შეფასებით, სამუშაო პროცესი იყო დამღლელი, თუმცა ამავდროულად სახალისო და საინტერესო. მათი თქმით, მოსწონთ ამ საქმის კეთება. ზოგიერთი სამომავლოდაც აპირებს ანიმაციურ პროდუქტზე მუშაობას მიჰყოს ხელი.
"დღეს ახალ კლიპზე ვმუშაობთ, რომელიც არის ძაღლზე და კაცზე. ეს კაცი ცხოველს გადაარჩენს გასაჭირისას და მერე ეს ძაღლი დაეხმარება მას. ამ ფილმს "თოფუზის" ფესტივალზე ბათუმში წარვადგენთ", - გვითხრა ქეთი ხუფაცარიამ.
კიდევ ერთი მოსწავლის, ქეთი შონიას თქმით, მან გუშინ აღმოაჩინა ანიმაციის შექმნის სხვა ხერხი და გეგმავს, მომავალში დამოუკიდებლადაც აკეთოს ვიდეოკლიპები და საკუთარი ანიმაციური პროდუქტი შექმნას.
ღონისძიება ადგილობრივი მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
ზუგდიდამდე ანიმაციის ფესტივალს ხობმა, მარტვილმა და სხვა მუნიციპალიტეტებმა უმასპინძლეს. "თოფუზი 2019" ბათუმში, ოქტომბერში დაიხურება.
ზუგდიდში უკვე მეხუთე წელია ახალგაზრდები ანიმაციის ხელოვნებას ეუფლებიან. ანიმაციის სკოლაზე "ლაივპრესმა" მასალა მიმდინარე წლის იანვარში მოამზადა.