ზოოპარკი ბეტონის ცხოველებით [ვიდეო]
„ბეტონის ცხოველების და ფრინველების ზოოპარკი“ ზუგდიდში,
ქუჯის ქუჩაზე მდებარეობს. არწივის, გედის, წეროს, დათვის, ძაღლის,
დრაკონის, ირმის, ვეფხვის თუ ლომის სანახავად, ქუჯის ქუჩაზე ბავშვები
ყოველ დღე დადიან. ათვალიერებენ ქანდაკებებს, რომელიც დღითიდღე უფრო
მრავალფეროვანი ხდება.
ცხოველებისა და ფრინველების პარალელურად, „ბეტონის ზოოპარკში“ შეხვდებით, ბავშვების ქანდაკებებს. ასევე ბაღის დეკორატიულ სადგამებს - სოკოს, საზამთროს და ა.შ.
მოქანდაკე მიხეილ ფიფია წლებია ამ მიმართლებით მუშაობს. სურვილი ჰქონდა მისი კორპუსის ეზო განსხვავებული და განსაკუთრებული ყოფილიყო. დიდი შრომის შემდეგ მიზანსაც მიაღწია. ახლა ქუჯის ქუჩაზე დამთვალიერებლის ნახვა არავის უკვირს. უფრო მეტიც, ეზო უკვე ქვეყნის მასშტაბით ცნობილია, რადგან ქანდაკებების წყალობით წლის „ლამაზ ეზოდ“ დასახელდა.

მიხეილ ფიფია ქანდაკებების შესაქმნელად მხოლოდ რკინას, ბეტონს და საღებავს იყენებს. მისი ნამუშევრები საქართველოს საკურორტო ზონაში, რამდენიმე სასტუმროს ეზოს ამშვენებს. ქანდაკებების ფასი 15 ლარიდან იწყება და 2000 ლარსაც აღემატება. გააჩნია ზომას და ნამუშევრის სირთულეს.
მიუხედავად იმისა, რომ ქანდაკებები ბევრს მოსწონს, მყიდველი არ არის იმდენი, რომ საქმიანობა სარფიან ბიზნესად იქცეს. ამიტომაც, ხშირად სრულიად უცნობი ადამიანებიც ეხმარებიან. ჩუქნიან მასალას ქანდაკების დასამზადებლად.