ვიდეო
არის თუ არა შრომითი უფლებები დაცული - გამოკითხვა
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს საქართველო აქციით „უსაფრთხო და ღირსეული შრომა“ უერთდება. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, შეშფოთებას იწვევს სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა მზარდი სტატისტიკა. 2018 წელს, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად, დაიღუპა 59 და დაშავდა 199 ადამიანი. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არ ტარდება სათანადო ღონისძიებები დაქირავებულთა ჯანმრთელობაზე, მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე, პირველადი სამედიცინო დახმარების სწავლებაზე ზრუნვისთვის. ამასთან, არ არის დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. ამ მოსაზრებას იზიარებენ „ლაივპრესის“ მიერ ზუგდიდის ქუჩებში გამოკითხული რესპონდენტები.