ზუგდიდში ოთხი ახალი ავტობუსი იმუშავებს [ვიდეო]
ზუგდიდში ოთხი ახალი ავტობუსი შემოიყვანეს.
მათგან ერთი ანაკლიის მიმართულებით იმოძრავებს, ერთი რუხის. ორი კი
ქალაქს მოემსახურება.

დანარჩენ 11 ავტობუსს ივნისის ბოლომდე ჩამოიყვანენ. ავტობუსები ახალი, 2019 წლის გამოშვებაა. ისინი კონდიცირება-ვენტილაციის სისტემითაა აღჭურვილი. ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვისაც. აქ მექანიკური პანდუსია დამონტაჟებული.

სად იმოძრავებს 11 ავტობუსი, მერიაში ამბობენ, რომ ჯერ დადგენილი არ არის და შესაბამისი სამსახური ამ მიმართულებით მუშაობს. ხალი ტრანსპორტი ჯამში 3 მილიონ 300 ათასი ლარი დაჯდა. მათ შესაძენად ადგილობრივმა ხელისუფლებამ სესხი აიღო საქართველოს მთავრობის განკარგულებით. იმუშავებენ თუ არა ზაფხულის სეზონისთვის ავტობუსები გვიანობამდე, მერიის განმარტებით, ამ საკითხზეც იმსჯელებენ ტრანსპორტის სამსახურში და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.