ცირკი ცხოველების გარეშე - აქცია ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში ცირკის ცხოველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
აქციის ორგანიზატორის, გვანცა ციმინტიას განცხადებით, ისინი
აპროტესტებენ ცირკში ცხოველების გაწვრთნას ძალადობრივი მეთოდებით.
„მათ ტოვებენ საკვებისა და წყლის გარეშე. ხშირად ელექტროშოკსაც იყენებენ გასაწვრთნელად, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ამიტომ მოვითხოვთ, ცირკში ცხოველების მონაწილეობა აიკრძალოს საკანონმდებლო დონეზე“, - აღნიშნა მან.

საპროტესტო აქცია „ცირკი ცხოველებისა და სისასტიკის გარეშე“ დღეს თბილისში ცირკის შენობასთან გაიმართა, სადაც იური ნიკულინის დასის წარმოდგენა იყო.
დასში აქტიურად გამოიყენებენ ცხოველებს (მაიმუნები, ლომები, ვეფხვები, ძაღლები), რასაც ცხოველთა დამცველები ეწინააღმდეგებიან.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვენ, საცირკო წარმოდგენებში როგორც გარეული, ისე შინაური ცხოველების გამოყენების საკანონმდებლო დონეზე აკრძალვას და იმ პოპულარული საცირკო დასების მოწვევას, რომლებშიც არ ხდება ცხოველების გამოყენება.