ევროპის დღეები ზუგდიდში [ვიდეო]
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წინ
ახალგაზრდებმა ევროპის დღის ფარგლებში აქცია გამართეს და ქალაქის
ცენტრში მოქალაქეებს საინფორმაციო ბროშურები დაურიგეს, მათ შორის
ევროკავშირის შესახებ გავრცელებული მითების შესახებ და უვიზო
მიმოსვლაზე. ევროპის დღეები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით
იმართება.

ცენტრის წარმომადგენელმა ანა ცანავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ საზეიმო თარიღი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სხვადასხვა აქტივობით აღინიშნება. მათ შორის გაიმართება შეხვედრები ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ადამიანებთან, ფოთში ღონისძიება - "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია".
შეხვედრა მოეწყობა მესტიაშიც. იქნება მედიისთვის სემინარი.

"გვინდა მაქსიმალურად ყველა სამიზნე ჯგუფი ჩაერთოს და მიეწოდოს ინფორმაცია, საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის შესახებ. ასევე უვიზო მიმოსვლაზე", - გვითხრა ანა ცანავამ.
ევროპის დღეების ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაგეგმილია სიმბოლური გარბენი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ორსანტიაში, საინფორმაციო შეხვედრა რეგიონის ფერმერებთან, მეწარმეებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან.

დაგეგმილია სემინარები მასწავლებლებისთვის - "მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ" და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეებისთვის - "ევროპა - ისტორიული არჩევანი".
ევროპის დღეები 5 მაისს ოფიციალურად დაიწყო და თვის ბოლომდე გაგრძელდება.