თავისუფლებაში განახლებული ბიზნესი [ვიდეო]
58 წლის ჯონი ჭითანავას ზუგდიდში წარმატებული ბიზნესი აქვს.
პროფესიით ინჟინერმა ცხოვრების რთულ ეტაპზე ნიჭის გამოყენება
წარმატებით შეძლო. საკუთარი თავის რეალიზება მოახერხა ციხეში
გატარებული თითქმის 4 წლის შემდეგაც. ჯონი ჭითანავა ამბობს, რომ
ცხოვრების ხელახლა დაწყება საპყრობილის შემდეგ ძნელია და ასეთ
ადამიანებს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ.
დაახლოებით 15 წლის წინ, ჯონი ჭითანავამ სამუშაო სივრცე საკუთარი სახლის ეზოში შექმნა. მცირე საწარმოში ცემენტისა და დეკორატიული კენჭებისგან კიბის საფეხურების, მოაჯირების და ეზოს დეკორატიული მორთულობების დამზადება დაიწყო. საქმიანობის შეწყვეტამ უბედური შემთხვევის შემდეგ მოუწია, როცა ავტოავარიაში მოჰყვა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამბობს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევიდან ხუთი წლის შემდეგ უდანაშაულოდ საპყრობილეში აღმოჩნდა, სადაც მისთვის მისჯილი 10 წლის ნაცვლად, 3 წელი და 800 თვე გაატარა. ის 2013 წლის ამნისტიის შემდეგ გაათავისუფლეს.
ბიზნესი ხელახლა დაიწყო. როგორც ყოფილმა მსჯავრდებულმა, სახელმწიფოსგან და „სამოქალაქო განვითარების სააგენტოსგან“ (სიდა) ფინანსური დახმარებაც მიიღო. იყიდა შესაბამისი ტექნიკა და მუშაობა განაახლა.
ჯონი ჭითანავას განმარტებით, ბეტონზე და დეკორატიულ ქვებზე დღეს ბევრი მუშაობს, მაგრამ მისი წარმატების მიზეზი ხარისხია. ის კიბის ერთ საფეხურს 100 ლარად ამზადებს. იგივე ფასი აქვს ეზოს დიდი ზომის ლარნაკსაც. სამუშაო ენერგიას და მოთმინებას მოითხოვს. ჯონი ჭითანავა ამბობს, რომ მუშაობა არ ეზარება, მთავარია მოსახლეობის სოციალური დონე გაუმჯობესდეს, რათა მომხმარებელი მასაც მეტი ჰყავდეს. 58 წლის მამაკაცი ყვება, რომ შეკვეთები იზრდება სოფლის მეურნეობის პროდუქტების, განსაკუთრებით კი თხილის ფასის მატების შესაბამისად.

ჯონი ჭითანავა მსურველებს ხშირად ათვალიერებინებს საკუთარი ხელით მოპირკეთებულ ეზოს და სახლს, სადაც მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. შვილი და რძალი საზღვარგარეთ ცხოვრობენ. უახლოეს მომავალში ელოდება მათ ზუგდიდში. სურს ახალგაზრდებს ახალი ბიზნესგეგმით შეხვდეს. ჯონი ჭითანავას საკუთარი ძალების მოსინჯვა ამჯერად სოფლის მეურნეობაში სურს და დაფინანსების ძიების ეტაპზეა.