სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორც ასეთი [ვიდეო]
ზუგდიდის ქუჩებში, პარკებსა თუ სკვერებში ხშირად შეხვდებით
საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. დასუფთავების შემდეგაც, საზოგადოებრივი
თავშეყრის ადგილები სწრაფად ბინძურდება. ამ კუთხით ყველაზე თვალსაჩინო
მაგალითია მდინარე ჩხოუშის სანაპირო. სანაგვედ არის ქცეული ზოგიერთი
კორპუსის სარდაფიც. ქალაქში აქტუალური პრობლემაა სანაგვე ურნების
დაზიანება.