ვიდეო
ძალა ევროპაშია - ზუგდიდში საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ფოტოები და ისტორიები გამოიფინა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში, საბჭოთა რეპრესირებულების ფოტოები და პირველი რესპუბლიკის დაფუძნების ამსახველი მასალა გამოიფინა.

გამოფენის ორგანიზატორის, „საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, ღონისძიება კამპანია „ძალა ევროპაშიას“ ფარგლებში ტარდება.

„კამპანიის მთავარი მიზანია ვესაუბროთ მოსახლეობას იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი დავუახლოვდეთ ნატოს და ევროკავშირს, რა საფრთხეები მოაქვს რუსეთს ჩვენი ქვეყნისთვის. დღევანდელი ჩვენი ღონისძიება ეხება იმ ადამიანებს, რომელთაც თავიანთი სიცოცხლე შესწირეს ქვეყნის დამოუკიდებლობას. დღეს საქართველო მიდის იმ გზაზე, რაც აირჩიეს მათ თავის დროზე ჩვენი ქვეყნისთვის. ამ გზას ჩვენ არ უნდა გადავუხვიოთ“, - გვითხრა ეკა გიგაურმა.

კამპანიის მონაწილე მწერალ პაატა შამუგიას თქმით, საქართველო ისტორიით და ლიტერატურით უკვე არის ევროპული ქვეყანა, თუმცა იმისათვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

„კამპანია ძალა ევროპაშია განსაზღვრავს იმ ძირითად იდეას, რაც ყველას გვინდა, ვიყოთ ევროპასთან, არა როგორც ერთი რიგითი მონაწილე ევროპული სტრუქტურების, არამედ როგორც ერთ-ერთი მთავარი ევროპული ქვეყანა. ჩვენ ჩვენი ისტორიით, ლიტერატურით, ვართ ევროპული ქვეყანა, თუმცა ეკონომიკის გამო, ვერ ვართ ამ ეტაპზე სრულუფლებიანი ნაწილი. გვინდა რომ ეკონომიკური პირობები გაუმჯობესდეს და ამისთვის მთავარი არის განათლება, რომელიც პირდაპირ ასოცირდება ევროპასთან. ჩვენ გვინდა განათლების მაღალი დონე საქართველოში“, - თქვა პაატა შამუგიამ.

ღონისძიებას პირველის რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე, ალექსანდრე ჩიქავას და სხვა რეპრესირებული ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
18:03 / 12.08.2019
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის სოფელ კოკში, მურთაზ ჩიქავას ჯარგვალში
15:53 / 03.08.2019
ზუგდიდის სოფელ კოკში, მურთაზ ჩიქავას ჯარგვალში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
12:47 / 02.08.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
19:18 / 17.07.2019
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
საბჭოთა რეპრესიები
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.