ზუგდიდში მოხუცთა დღის ცენტრი გაიხსნა [ვიდეო]
სამეგრელო-ზემო სავანეთის მასშტაბით, ხანდაზმულთათვის
პირველი დღის ცენტრი ზუგდიდში გაიხსნა. ის აღჭურვილია ყველა საჭირო
საყოფაცხოვრებო ტექნიკით. მოხუცებისთვის, დღის განმავლობაში გასართობ
აქტივობებთან ერთად, დაგეგმილია ექსკურსიებიც.

ახლა ცენტრს 25 ხანდაზმული ჰყავს. შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეს მოხუცებს, რომლებიც მარტო ცხოვრობენ, არიან უმწეოები და სოციალურად დაუცველები.
„შეირჩნენ ადამიანები, ვისთვისაც აუცილებელი იყო ეს ცენტრი, სიცოცხლის გასახანგრძლივებლად და ცხოვრების გასაფერადებლად“, - ამბობს ხათუნა ბეჭვაია, არასამთავრობო ორგანიზაცია "თანაზიარის" ხელმძღვანელი, რომლის ინიციატივით და ზუგდიდის მერიის დახმარებით, ცენტრი სოციალური სახლის ერთ-ერთ ოთახში მუშაობს.

პროექტი - "უზრუნველვყოთ ღირსეული ხანდაზმულობა", ევროკავშირმა ერთი წლის ვადით დააფინანსა. ხათუნა ბეჭვაიამ გვითხრა, რომ პროექტის დასრულების შემდეგ დღის ცენტრს ადგილობრივ თვითმმართველობას გადასცემენ.
ხანდაზმულთა ცენტრი ყოველ დღე, დილის 10 საათიდან საღამოს 18 საათამდე მუშაობს.