ვიდეო
ზუგდიდში ქართული ტყავის ჩანთების წარმოება დაიწყო [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
"ირდას" სახელოსნოში თუ დაახლოებით ერთი წლის წინ მხოლოდ ფრანგული ტექნიკით დამზადებულ, სუტაჟის სამკაულებს ნახავდით, ახლა აქ ტყავის ჩანთები და საფულეებიც მზადდება. სხვადასხვა ზომის, ფორმის და ფერის ჩანთებს დიზაინერი ირინა ყორშია საკუთარი გემოვნებით ქმნის, თუმცა პარარელურად, დამკვეთთა სურვილებსაც ითვალისწინებს.

ირინამ იმ მიზნით, რომ საქმიანობა გაეფართოვებინა, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში სასწავლო კურსები გაიარა, შემდეგ პროექტი დაწერა და "აწარმოე საქართველოს" და ფონდ "ტასოსგან" გრანტიც მიიღო. შეიძინა ორი საკერავი მანქანა და ტყავზე მუშაობასაც შეუდგა. ამბობს, რომ იყენებს ქართულ და თურქულ ტყავს, თუმცა თავად სამუშაოდ ქართულს ამჯობინებს.

"ავიღე ახალი გრანტი და ვგეგმავ სახელოსნოს კიდევ უფრო გაფართოებას. ვამზადებ წელზე გასაკეთებელ ჩანთებს, ხელჩანთებს. ვიწყებ ზურგჩანთების შეკერვას და მამაკაცის საფულეებზე მუშაობას. მომავალში მამაკაცებისთვის ქამრების გაკეთებასაც დავიწყებ", - გვითხრა დიზაინერმა, რომელსაც ჩვენ სახელოსნოში შევხვდით.

ტყავის ჩანთების ღირებულება 50 ლარიდან იწყება და 150 ლარამდე მერყეობს. ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, ზუგდიდში პირველია, ვინც ტყავისგან ჩანთებს ამზადებს, ამ კუთხითაც გაიცნეს და მოთხოვნაც შესაბამისია.

ირინა ყორშიამ ჩანთები ოკუპაციის თემატიკაზეც შექმნა. ნივთებზე დატანილია საქართველოს დროშა და წარწერა - რუსეთი ოკუპანტია.

"ასეთი ჩანთები შემიკვეთეს თბილისელმა გოგონებმა, რომლებიც საზღვარგარეთ მიემგზავრებოდნენ დასასვენებლად. სპეციალურად წაიღეს, რათა თავიანთი აზრი დაეფიქსირებინათ", - აღნიშნა დიზაინერმა.

მისი თქმით, ტყავზე მუშაობა რთული და სპეციფიკური საქმეა, რომელიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა უკვე შეეჩვია და ჩანთებსაც წარმატებით ყიდის.

პარარელურად, ირინა ყორშია სუტაჟის სამკაულებზე მუშაობას აგრძელებს. შარშანდელის შემდეგ, როცა სახელოსნოს პირველად ვესტუმრეთ, ნამუშევრები უფრო მრავალფეროვანი გახადა და მომხმარებელთა რაოდენობაც გაიზარდა. ნივთებს ფეისბუკის საშუალებით ყიდის. გარდა ამისა, "ირდას" ნამუშევრებს შეხვდებით ზუგდიდის, ქუთაისის და თბილისის მაღაზიებშიც.

სამკაულების შექმნაში მას დამწყები დიზაინერი, მეგობარი და ყოფილი მოსწავლე, ლანა პერტიაც ეხმარება. ის ირინამ გასულ წელს გაიცნო, როცა ათ ახალგაზრდა ქალს ფრანგული ტექნოლოგიით ნივთების დამზადება ასწავლა.

დიზაინერი სამომავლოდ მესტიაშიც გეგმავს საკუთარი ნამუშევრების გაგზავნას, სადაც ამ ყველაფრის შეძენას, ტურისტებთან ერთად, ადგილობრივი მცხოვრებლებიც შეძლებენ.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.