ვიდეო
მეგრული ნავის ერთადერთი ოსტატი ანაკლიაში [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
მეგრულ ბრტყელძირიან ნავს ძველი, ტრადიციული ტექნიკით სოფელში მხოლოდ ლაზი მამუკა ოდაბაშოღლი აკეთებს. ეს ანაკლიელი ოჯახის მემკვიდრეობაა, რომელიც ბაბუისგან დარჩათ. ერთის გაკეთებას მთელი კვირა ანდომებს. ნავს, რომელსაც გვიჩვენებს, უკანასკნელი ხელის შევლება სჭირდება და მზად არის.

"ყველგან გადის ეს ნავი, ზღვაზე, ენგურზე. თხმელათი და ფიჭვით ვამზადებთ. უფრო ფიჭვით, რადგან თხმელა ბევრი არ ხარობს. 3-4 წელიწადს ძლებს. როგორც მოუვლი, ისე. მოვლა უნდა, რომ არ დალპეს", - გვიყვება მამუკა.

პირველი ნავი დამოუკიდებლად ჯერ კიდევ სტუდენტობისას გააკეთა. მამამ ნახელავი მოუწონა, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა "კარგიას" იოლად ვერ ათქმევინებდიო.

სახლს უკან მდინარე ენგური ჩამოუდის. მამუკა სასეირნოდ გვეპატიჟება. თან გვიხსნის, რომ აქ ზამთარში იხვებზე ნადირობს. სეზონზე თევზაობს. მცხუნვარე მზის გულზე ენგურის მეორე ნაპირისკენ მივცურავთ, სადაც მეზობლის მზესუმზირის მწკრივებია.

ნავი, რომლის მშენებლობასაც მამუკა ჩვენს თვალწინ ასრულებს, ათ კაცს იტევს. სახლის ჭიშკართან ოთხთვალა დგას. მეზობლების დახმარებით მეპატრონე ნავს ცხენზე შებმულ ოთხთვალაზე დებს და ორღობეს აუჩქარებლად მიუყვებიან.

ბევრი თევზი დაგეჭიროთო, ამ შეძახილით აცილებს მამუკა თანასოფლელებს და ქუდის მოხდით ემშვიდობება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
18:03 / 12.08.2019
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის სოფელ კოკში, მურთაზ ჩიქავას ჯარგვალში
15:53 / 03.08.2019
ზუგდიდის სოფელ კოკში, მურთაზ ჩიქავას ჯარგვალში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
12:47 / 02.08.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
19:18 / 17.07.2019
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
საბჭოთა რეპრესიები
ფოტო
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი დაზიანებულია,
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.