ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად
მსვლელობით დაიწყო. დადიანების მუზეუმიდან დილის 9:00 საათზე
ღვთისმშობლის კვართი და აქ დაცული სხვა სიწმინდეები საკათედრო ტაძარში
გადაიტანეს. მსვლელობაში მონაწილეობა სასულიერო პირებთან ერთად საჯარო
მოხელეებმა და მრევლმა მიიღო.
დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქს მომლოცველები ესტუმრნენ, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე უცხო ქვეყნებიდან.
წირვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის თანამოსაყდრე შიო მუჯირმა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმესთან ერთად ჩაატარა.
თუ წინა წლებში ზუგდიდში საგანგებოდ ჩამოდიოდნენ პრემიერ-მინიტრი და მთავრობის წევრები, წელს დღესასწაულს ცენტრალური ხელისუფლებიდან არავინ დასწრებია. წირვაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომაგენლები იმყოფებოდნენ.
ქადაგებისას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა ინიციატივაზეც ისაუბრა. სურს, რომ ვლაქერნობის დღესასწაული დასვენების დღედ გამოცხადდეს. ეპისკოპოსის თქმით, დღეს სამუშაო დღე დაემთხვა, რის გამოც ბევრმა დასაქმებულმა, ასევე საჯარო მოხელეებმა ვერ მოახერხეს ტაძარში მოსვლა.
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშნვა ზუგდიდში 1990 წლიდან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით აღდგა და ყოველი წლის 15 ივლისს ტარდება. მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში ეძლევათ შესაძლებლობა ტაძარში განთავსებულ წმინდა ნაწილებს და კვართს ემთხვიონ.