27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
მცხოვრები გიორგი ქირია თვითნასწავლი ოსტატია. გარდა იმისა, რომ 27
წლის ახალგაზრდამ რკინის დამუშავება თავად ისწავლა, საკუთარი ხელით
დაამზადა დანდგარები და სამუშაო იარაღებიც.
ხატვის მოყვარულმა 4 წლის წინ რკინისგან ბაღის დეკორაციების და საყვავილეების დამზადება ოჯახის რჩენის მიზნით დაიწყო. საქმეს უფრო სერიოზულად მოეკიდა როცა ცოლი შეირთო და ორი ბავშვი ეყოლა.

უნდოდა ისეთი საქმე ეპოვა, რითიც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებასთან ერთად ოჯახის რჩენასაც შეძლებდა. ახლა ოჯახის მთავარი შემოსავალი სოფლის მეურნეობის პროდუქტებთან ერთად მისი სამუშაოა.
შეკვეთები ბევრი აქვს, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან. როგორც თავად განგვიმარტა, ეს იმიტომ, რომ ნაკეთობის ხარისხთან ერთად მსურველს პროდუქტს მისაღებ ფასად სთავაზობს. ნამუშევრებს სოციალური ქსელით ყიდის.
ბაღის დეკორაციების პარალელურად გიორგი ქირია უკვე ავეჯსაც ამზადებს. მომხმარებელს საკუთარი დიზაინით შექმნილ ნივთებს სთავაზობს და იდეებს მათგანაც იღებს.

ნაკეთობების ფასი 20 ლარიდან იწყება და იზრდება ზომის თუ კონსტრუქციის სირთულის მიხედვით.
მომავალში ბიზნესის გაფართოებაზე ფიქრობს. უკვე მოძიებული აქვს დანადგარი, რომელიც შრომის გამარტივებასთან ერთად მის ნაკეთობებს უფრო დახვეწილს გახდის.
„ჩემს ნამუშევრებს ვაიგივებ უფრო მხატვრულ ნამუშევრებთან. არ ვუყურებ როგორც ჩვეულებრივ რკინას. უფრო ხელოვნების კუთხით ვუყურებ. ვცდილობ ჩემი ნაკეთობები იყოს დახვეწილი და არ ერქვას მარტო საყვავილე. მინდა სანამ ყვავილი ჩაიდგმება, იყოს ხელოვნების ნიმუშივით“, - გვითხრა გიორგი ქირიამ.

მას 4 წლის შვილი, დაჩი შეძლებისდაგვარად ეხმარება - ცდილობს ნამუშევრებს ლამაზი ფოტოები გადაუღოს, რათა მამამ სოციალურ ქსელში განათავსოს.