კერძო კოლექციონერის ეთნოგრაფიული მუზეუმი მეგრულ ჯარგვალში [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ კოკში, მურთაზ ჩიქავას ჯარგვალში
თაროები ძველი ნივთებითაა სავსე. ზოგი ბებიას მზითევიდან შემონახული,
ზოგიც შეძენილი, ან ნაგავსაყრელზე ნაპოვნი.
ისევე როგორც მუზეუმში, მასპინძელი გიდობას გვიწევს და თითოეულ ნივთთან დაკავშირებულ ამბავს გვიყვება.

„სოფელში უკვირდათ თურმე ძველად, ბებიაჩემისთვის მზითევში, რომ ორი ბარქაშია და ერთი ნისორი მოუტანიათ. ეს არის დიდი ზომის ჯამები სუფრაზე ხორცის შესატანად. მზითევი ამ სკივრით მოუტანეს, რომელიც 1897 წელს არის გაკეთებული“, - ამბობს კოლექციონერი.
სიამაყით გვიჩვენებს წინაპრების ნაქონ 40 -ზე მეტი დასახელების ხის ჭურჭელს, მარცვლეულის საზომ ქილებს, ღომის სპილენძის ქვაბს-კარდილას და აშილ მიურატის ნაქონ, არყის სახდელ მოწყობილობას.

კოლექციონერი ამბობს, რომ ყველა ნივთი მისთვის ერთნაირად ძვირფასია, თუმცა განსაკუთრებით გამოყოფს მეგრულ აკვანს და მისი დიდი ბებიის, წისა ანჩაბაძის ნაქონ ცხენის უნაგირს.
68 წლის კოლექციონერი ძველ ნივთებს სტუდენტობიდან აგროვებს. უკვე 2000-ზე მეტი ნივთი აქვს.

„ყველაფერი იმისთვის მოვიძიე და შევინახე, რომ ყველამ იცოდეს, თუ რა კულტურის ხალხი ვართ. ეს ყველაფერი დავწერე და კედელზე გავაკარი, რომ ყველამ ნახოს. ავაშენე 1994 წელს, ჩემი მშობლების, დედაჩემის შურა წითლიძის და მამაჩემის ბოდო ჩიქავას და მეგრული ადათ-წესების უკვდავსაყოფად. ჯარგვალი განვაახლე 2016 წელს. მეგრული საყოფაცხოვრებო ნივთების მოძიება და შენახვა მიზანშეწონილად მიმაჩნია ჩვენი შთამომავლობისთვის, რათა მათ იცხოვრონ იმ ტრადიციების და წესების მიხედვით, რომელიც უნიკალური და მისაბაძია“, - კითხულობს წერილიდან მასპინძელი.
მეგრული წეს-ჩვეულებების ამსახველ ექსპონატებთან ერთად ჯარგვალში ლენინისა და სტალინის ფოტოები, საბჭოთა სიმბოლიკიანი ნივთებიც აქვს, რადგან ახალ თაობას, საბჭოთა ოკუპაციის ისტორია ყოველთვის ახსოვდეს. მურთაზ ჩიქავას ბაბუა კომუნისტური რეჟიმის მიერ იყო რეპრესირებული.