ბოტანიკური ბაღი გახსნამდე ერთი თვით ადრე [ვიდეო]
ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი,
სადაც სარეკონსტრუციო სამუშაოები 2018 წლიდან მიმდინარეობს, ნოემბრის
პირველ რიცხვებში უნდა გაიხსნას. ბაღში 300 ძირი ახალი მცენარე
დაირგა, მოეწყო ბილიკები, დამონტაჟდა გარეგანათებები, წყლის და
საკანალიზაციო სისტემა, ახალი სკამები, ნაგვის ურნები. აშენდა სამი
საპირფარეშო. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ადმინისტრაციის შენობას და
ორანჟერეას. ნახეთ როგორ გამოიყურება ბაღი გახსნამდე ერთი თვით
ადრე.
ცნობისთვის, ბაღის აღდგენის სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტს მსოფლიო ბანკი ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით აფინანსებს. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.