აფხაზური ნობათი კოლხური ღვინის ფესტივალზე [ვიდეო]
ზუგდიდში გამართულ კოლხური ღვინის ფესტივალზე ერთი კუთხე
აფხაზეთსაც დაეთმო. აქ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოტანილი
ალკოჰოლური სასმელები - არაყი, სხვადასხვა სახეობის ღვინო იყო
წარმოდგენილი. ასევე, გამოიფინა აფხაზური ჩაი და აჯიკა, ჯემები,
თაფლი, კომპოტები, ჩურჩხელა და ჩირები.
ამას გარდა, გაიშალა ტრადიციული აფხაზური სუფრა. დაიდგა აფხაზური ფაცხაც.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორმა გოგიტა თედორაძემ "ლაივპრესს" განუცხადა, რომ ეს პროდუქცია მათ საჩუქრად აფხაზეთიდან მიიღეს.

"ჩვენ გვაქვს შერიგების პოლიტიკის მიმართულება. შესაბამისად, გვაქვს მათი ღვინოც წარმოდგენილი. ერთგვარი სიმბოლური, მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯი", - აღნიშნა გოგიტა თედორაძემ.
ზუგდიდმა 24 ნოემბერს კოლხური ღვინის ფესტივალს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში კოლხური ღვინის ჯიშებისგან დამზადებული ნაწარმი გამოიფინა.

მოეწყო ყველის მივიწყებული სახეობების და სხვადასხვა სასოფლო პროდუქციის სივრცეებიც.