ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა პირველი დამთვალიერებლები მიიღო [ვიდეო]
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დღეიდან ყველასთვის ღიაა.
პირველ თებერვლამდე აქ უფასო სერვისი მოქმედებს. ბაღის ადმინისტრაციამ
პირველი ხუთი ვიზიტორი სამთვიანი აბონემენტითაც დაასაჩუქრა.
ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად ქარჩავამ
"ლაივპრესს" უთხრა, რომ ეს იდეა თავიდანვე ჰქონდათ, თუმცა მისი
გამხელა არ ისურვეს. სურდათ, რომ ეს მოულოდნელობა ყოფილიყო.

ბაღი ვიზიტორებს დილის შვიდი საათიდან მიიღებს. საღამოს პერიოდი კი იმის მიხედვით განისაზღვრება, როგორი დატვირთვა ექნება ამ ტერიტორიას.
ტბაში ნავით გასეირნება უკვე შესაძლებელია. ამას გარდა, ბოტანიკურ ბაღს თბილისის ზოოპარკმა ოთხი ფარშევანგიც აჩუქა, რომელთაც დამთვალიერებლები ნახავენ.

ბაღში 57 თანამშრომელია. მათ შორის ბაღის ადმინისტრაცია, დაცვა, მებაღე-დეკორატორები.
რაც შეეხება აბონემენტს, სავარაუდო ფასები ცენტრმა საკრებულოს მერიას და საკრებულოს უკვე წარუდგინა. შესაძლოა მასში გარკვეული ცვლილებაც შევიდეს.

ზვიად ქარჩავას თქმით, ბაღის დამთვალიერებლებს კიდევ არაერთი სიახლე ელოდებათ, თუმცა დეტალებზე ჯერ არ საუბრობს.
ბოტანიკურ ბაღში სარეკონსტრუციო სამუშაოები 2018 წლიდან დაიწყო. აქ 300 ძირი ახალი მცენარე დარგეს. მოეწყო ბილიკები, დამონტაჟდა გარეგანათებები, წყლის და საკანალიზაციო სისტემა, ახალი სკამები, ნაგვის ურნები. აშენდა სამი საპირფარეშო. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ადმინისტრაციის შენობას და ორანჟერეას.

ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტი მსოფლიო ბანკმა ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დააფინანსა. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.
ოფიციალურად ბაღს იანვარში გახსნიან.