ვიდეო
„ოდოია“ აფხაზებს შობა-ახალ წელს ულოცავს [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ანსამბლი „ოდოია“ აფხაზებს შობა-ახალ წელს მათი ძველებური, ტრადიციული სიმღერით - „ვარადო“ და "შარათინით" - აფხაზური საქორწილო სიმღერით ულოცავს. მართალია, სიმღერა სევდიანია, ასეთივე შინაარსით, თუმცა ის ყველაზე მეტად გამოხატავს ამ ხალხის წარსულს და ემოციას. „ვარადო“ ძველი აფხაზური სიმღერაა, რომელსაც ზოგჯერ ასეც მოიხსენიებენ - „დაჭრილის სიმღერა“ და „კლდის სიმღერა“. მას არაერთი ქართული ფოლკლორული ანსამბლის შესრულებით მოისმენთ.

„ვარადოს“ შესახებ მწირ ცნობებს ქორთუა-ახობაძის 1957 წლით დათარიღებულ „აფხაზური სიმღერების კრებულში“ შეხვდებით. ეს სინამდვილეში სამგლოვიარო სიმღერაა, რომელსაც საფუძვლად აფხაზური ლეგენდა უდევს და ორი ძმის ტრაგიკულ ხვედრზე გვიყვება.

ლეგენდის თანახმად, ძმები - შარპი აცვა და ხურკი აცვა სანადიროდ მიდიან. შარპი აცვას გზად თექვსმეტრქიანი ირემი შემოეყრება. გაჰყვება ცხოველის კვალს და კლდეზე ასულს შემოაღამდება. დაბლა ჩამოსვლას ვერ მოახერხებს. ძმისთვის ხმის მისაწვდენად კი სიმღერას იწყებს. ხურკი აცვა მონახავს ამ კლდეს, თუმცა გათენებამდე დახმარებას ვერ შეძლებს. სამაგიეროდ, მას რომ არ ჩასძინებოდა და ხრამში არ გადაჩეხილიყო, შარპი აცვა სახუმარო სიმღერებს მღერის, რაც დაბლა მყოფი ძმის გაღიზიანებას იწვევს. გაბრაზების ფონზე, როცა შარპი აცვას კლდიდან ჩამოიყვანს, კლავს მას. სახლში მისული კი დანაშაულს დედას გაანდობს. დედა აუხსნის - სახუმარო სიმღერებს მხოლოდ იმიტომ მღეროდა, მას რომ არ ჩასძინებოდა და ემხიარულა. ამ ყველაფერს ხურკი აცვა განიცდის თავს იმავე ადგილას იკლავს, სადაც თავისი ძმა მოკლა.

„ვარადოს“ გავრცელება, მისი ჩაწერა, დამუშავება, ქართველი ლოტბარის, ძუკუ ლოლუას სახელს უკავშირდება. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონის მცხოვრებმა ეს სიმღერა გუდაუთაში გლეხებისგან მოისმინა, მოეწონა და მეგობრის და აფხაზური სიმღერის მცოდნე აბას კოღონიასთან ერთად შეისწავლა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სოხუმელი ეკატერინე ფარულავა პროფესიით ექიმია.
13:06 / 14.03.2020
სოხუმელი ეკატერინე ფარულავა პროფესიით ექიმია.
მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის (COVID 19)
13:07 / 10.03.2020
მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის (COVID 19)
16 წლის ზუგდიდელმა ნინი ჩილაჩავამ ამერიკელი მომღერლის,
19:59 / 03.03.2020
16 წლის ზუგდიდელმა ნინი ჩილაჩავამ ამერიკელი მომღერლის,
კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით სოხუმი ოკუპირებულ
10:45 / 27.02.2020
კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით სოხუმი ოკუპირებულ
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები
ფოტო
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო განსაკუთრებული მკაცრი კონტროლის
ექიმების საახები, რომლებმაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს უმკურნალეს [ფოტო]
კორონავირუსთან ბრძოლა განსაკუთრებით რთულ და მძიმე პირობებში
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მგზავრებისგან დაცლილი ენგურის ხიდი [ფოტო]
ოკუპირებული აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს
ზუგდიდი კორონავირუსის წინააღმდეგ [ფოტო]
მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა
მზარეულის მაგიდა
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მეგრული ჯანჯუხა ტრადიციული რეცეპტით [ვიდეო]
მეგობრები, 80 წლის ეთერ ფაჟავა და თამარ შარია მეგრულ
გოგრის მაფინები გვანცასგან
ყველამ ვიცით, რომ გოგრა გემრიელთან ერთად სასარგებლო
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.