ვიდეო
პორტის ერთ-ერთი მშენებელი კომპანია ანაკლიას ტოვებს [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ქვეკონტრაქტორ კომპანია „ვან ოორდს“, რომელსაც პორტის დაღრმავებითი სამუშაოები უნდა შეესრულებინა, ტერიტორიიდან საკუთარი ინვენტარი გააქვს. მათ შორის არის წყლის მილები და კონტეინერები.

როგორც „ანაკლიის გავითარების კონსორციუმში“ აცხადებენ, საუბარია წყლის საწრეტ მილებზე, რომლებიც იმ ტერიტორიაზე იყო დამონტაჟებული სადაც ზღვის ფსკერიდან გემმა „ათენამ“ 5 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა გადმოიტანა.

როგორც „ლაივპრესს“ კონსორციუმის საინფორმაციო ცენტრის მენეჯერმა სოფო შამუგიამ განუმარტა, ამ მილების ფუნქცია, ტერიტორიის წყლისგან დაწრეტა იყო, რაც უკვე შეასრულა. ამასთან „ვან ოორდს“ გააქვს ე.წ. ტივტივა მილებიც, რომელიც პორტის სამშენებლო სამუშაოების შემდეგი ეტაპისთვის (დაღმრავების სამუშაოებისთვის) არის საჭირო.

„ეს მილები წარმოადგენს ჩვენი ქვეკონტრაქტორის საკუთრებას. ამ ეტაპზე, როგორც უკვე იცით სახელმწიფომ შეწყვიტა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ თანამშრომლობა. შემდეგი ეტაპი რა იქნება და როგორ განხორციელდება, ამას წინასწარ ვერ გეტყვით. თუმცა ჩენს ქვეკონტრაქტორ კომპანიას გააქვს ეს მილები რადგან მისი საკუთრებაა“, - განაცხადა სოფო შამუგიამ.

მისი ინფორმაციით, ჰოლანდიურმა კომპანიამ კუთვნილი ინვენტარის დემონტაჟი 17 იანვრიდან დაიწყო. პროცესი კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

პარალელურად, ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა განმარტება, რომ მალე დაიწყება ახალი ტენდერის პროცედურები. ნათია თურნავა ირწმუნება, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება, რადგან მათი სტრატეგიული პრიორიტეტია და არაფერი შეუშლის ხელს პროექტის განხორციელებას.

თავის მხრივ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ მიაჩნიათ, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე რთული იქნება ინვესტორის მოძიება.

კონსორციუმს მთავრობამ ხელშეკრულება 9 იანვარს შეუწყვიტა. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს. გარდა ამისა, მთავრობაში აცხადებენ, რომ კონსორციუმა სახელმწიფოს უნდა დაუბრუნოს გადაცემული მიწები და ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.

პორტის საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იყო დაგეგმილი.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.