ვიდეო
ქუჩისთვის შეცვლილი სახელი, რომელზეც ინფორმაცია მოსახლეობას არ ჰქონდა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქში ერთ-ერთ ქუჩას ნობელიანტი ქალის, ბერტა ფონ ზუტნერის სახელი მიანიჭა.

ქუჩა ე.წ. ფაიფურის დასახლებაში მდებარეობს. აქ ჯერ კიდევ ძველი სახელწოდების აღმნიშვნელი ბანერები კიდია - ხერგიანის 1 შესახვევი. სიახლის შესახებ ინფორმირებული არ არიან ადგილობრივი მცხოვრებლები. მათი თქმით, სახელის შეცვლაზე მეტად მათ ქუჩას ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება სჭირდება.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ქალაქში ქალთა სახელობის ქუჩები სულ რამდენიმეა, სიახლეს მიესალმებიან.

როგორც ისინი აღნიშნავენ, მართალია დღეს ძალიან პატარა ქუჩას ეწოდა ბერტა ფონ ზუტნერის სახელი, თუმცა მთავარია პროცესი დაიწყო.

თავის მხრივ საკრებულოს ეკონომიკისა და ურბანული განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავას განცხადებით, ისინი ეთანხმებიან მესამე სექტორის წარმომადგენლებს, რომ ქალთა სახელები უნდა ეწოდოს ქალაქის ქუჩებს, რათა გენდერული ბალანსიც იყოს დაცული და არ დავივიწყოთ ის ქალები ვისაც ქვეყნის და ქალაქის განვითარებაში წვლილი აქვს შეტანილი.

რაც შეეხება ხერგიანის ქუჩის მცხოვრებლების პრეტენზიებს ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ, ირაკლი ლაგვილავა აცხადებს, რომ ეტაპობრივად მოგვარდება.

მისი სიტყვებით, ქალაქში გზის დაგების პროცესს აფერხებს მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის წყლის და საკანალზაციო სისტემის მშენებლობა, რომლის დასრულებამდეც გზის დაგება ვერ დაიწყება.

ქალაქის ერთ-ერთი ქუჩისთვის ავსტრიელი მწერლის და პაციფისტის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალის, ბერტა ფონ ზუტნერის სახელის მინიჭების ინიციატივით ჯერ კიდევ 2016 წელს გამოვიდა „ქალთა საერთაშორისო ცენტრი“ და მისი ხელმძღვანელი ელენე რუსეცკაია.

პირველი ქალი, რომელიც ალფრედ ნობელის პრემიის ლაურეატი 1905 წელს გახდა, სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელ დედოფალთან, ეკატერინე ჭავჭავაძესთან მეგობრობდა და ხუთი წლის მანძილზე ზუგდიდში ცხოვრობდა.

ბერტა ფონ ზუტნერზე ზუგდიდის მერიამ დოკუმენტური ფილმი - „ქართველებთან და საქართველოში“ გადაიღო. მასში საუბარია ბერტა და არტურ ფონ ზუტნერების ზუგდიდში გატარებულ წლებზე, მათ კავშირსა და ურთიერთობაზე დადიანების სასახლესთან, ეკატერინე ჭავჭავაძესთან, მის შვილებთან.

რა აკავშირებდა ზუტნერს ზუგდიდთან, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.