ვიდეო
ენგურის ხიდი სოხუმის მიერ გამოცხადებული კარანტინის პირობებში [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განკარგულებით, გრიპის ვირუსის და ასევე, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან - ფსოუსა და ენგურზე კარანტინი გამოცხადდა. სოხუმი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის დაცვას ემსახურება.

სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ე.წ. პრეზიდენტის ადმინიტრაციაში ჩატარებული თათბირის შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა, რომ 4 თებერვლიდან აფხაზეთში ჩასვლა აეკრძალათ მიგრანტებს და მათთან გათანაბრებულ პირებს. კონკრეტულად ვის შეეხება კარანტინი, ან რა ფორმით, ინფორმაციაში დაკონკრეტებული არ არის.

ამ განცხადების პარალელურად, გადაადგილებას ჩვეულ რეჟიმში ახერხებენ მოქალაქეები აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზზე არსებულ გამშვებ პუნქტ ენგურზე. ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში ენგურის ხიდის გავლით გადმოსული მგზავრების განცხადებით, ვითარება ამ ეტაპზე არ შეცვლილა და მოქალაქეებს ატარებენ ადრე არსებული წესებით - ე.წ. აფხაური პასპორტით, ან ბინადრობის დროებითი მოწმობით, რომელსაც თან უნდა ახლდეს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი პირადობის მოწმობაც.

გარდა ამისა, მგზავრები აცხადებენ, რომ ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტთან 1 თებერვლიდან მუშაობს მოძრავი ამბულატორია, სადაც სამედიცინო შემოწმებას გადიან ზუგდიდიდან აფხაზეთში მიმავალები, პირიქით, ოკუპირებული ტერიტორიიდან დანარჩენ საქართველოში წამოსულებს, კი სურვილის შემთხვევაში ამოწმებენ.

როგორც რესპონდენტები განმარტავენ, ეს პროცესი მკაცრად არ კონტროლდება.

როდემდე გაგრძელდება სამედიცინო შემოწმება, გალელებმა არ იციან. მათ არც იმაზე აქვთ ინფორმაცია, ჩაკეტავს თუ არა დე ფაქტო ხელისუფლება ადმინისტრაციულ საზღვარს, როგორც ეს 2019 წლის იანვარში ე.წ ღორის გრიპის შემთხვევაში მოხდა.

საოკუპაციო ხაზთან მოძრავი ამბულატორია 29 იანვარს განთავსდა. მანამდე აფხაზურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ ენგურის ხიდიდან კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების ბრძანება გამოსცა.

სოხუმმა ჩინეთიდან საკვები პროდუქტების შემოტანაზეც შეზღუდვები დაწესდა. დე ფაქტო რესპუბლიკის საავადმყოფოს მთავარი თერაპევტის ინფორმაციით, 1 სექტემბრდან 4 თებერვლის ჩათვლით გრიპის ვისრუსით ინფიცირებულმა 400 -მა პაციენტმა მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. აქედან 69-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. მათგან 24 -ს პნევმონია დაუდგინდა, 4 ადამიანი კი მძიმე მდგომარეობაშია.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.