კორონავირუსის მიზეზით, სოხუმმა შესაძლოა ენგურის ხიდი ჩაკეტოს [ვიდეო]
კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით სოხუმი ოკუპირებულ
აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის გადაადგილების შეზღუდვას
დღეიდან გეგმავს.
გალიდან ზუგდიდში გადმოსულმა მოქალაქეებმა "ლაივპრესს" ე.წ. მესაზღვრეზე დაყრდნობით უთხრეს, რომ სოხუმი დღის ბოლოს ენგურის ხიდს ცალმხრივად ჩაკეტავს და აფხაზეთიდან სამეგრელოში გადმოსვლა აიკრძალება. ხოლო, შესვლა თავისუფალი იქნება.

სოხუმის განცხადებით, დე ფაქტო რესპუბლიკაში „უცხო ქვეყნის“ მოქალაქეებს შესვლა და გასვლა აეკრძალებათ. დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა და დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ მოქალაქეებს მოუწოდა „საზღვარგარეთ მოგზაურობისგან“ თავი შეიკავონ.
„ჩვენ ვაცხადებთ კარანტინს. ეს აუცილებელი ღონისძიებაა. ვხედავთ თუ რა ხდება მსოფლიოში და იძულებული ვართ გთხოვოთ, თავი შეიკავოთ უცხოეთში ვიზიტებისა და სხვადასხვა მივლინებისგან. გადაიდო ჩვენი კოლეგების ვიზიტიც სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა ბგანბამ.
კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიზნით, სოხუმი სამედიცინო ამბულატორიის გახსნას გეგმავს ენგურის ხიდის პარალელურად რუსეთის საზღვართან, ფსოუზეც.

სამეგრელო-აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, მოძრავი ამბულატორია 29 იანვარს განთავსდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გადიან სამეგრელოდან აფხაზეთში მიმავალი მოქალაქეები. ოკუპირებული ტერიტორიიდან დანარჩენ საქართველოში გადმომსვლელებს კი სურვილის შემთხვევაში ამოწმებენ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შესახებ განცხადება 26 თებერვალს გაკეთდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საგანგებო სხდომის შემდეგ, სპეციალურ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელცი 25 თებერვალს, აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. მინისტრის ცნობით, პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.