ვიდეო
229 სიტყვა 30 წამში - ზუგდიდელმა მოზარდმა ემინემის რეკორდი დაამყარა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
16 წლის ზუგდიდელმა ნინი ჩილაჩავამ ამერიკელი მომღერლის, ემინემის რეკორდი დაამყარა და 30 წამში 229 სიტყვა "გარეპა".

ზუგდიდელი მოზარდი ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტის გამოწვევის მონაწილეა და ის დღეს გამოცემამ "საუთ ფაუერი", საკუთარ ფავორიტად დაასახელა.

ინტერნეტპორტალი, რომელიც ჰიპ ჰოპ შემსრულებლებზე აქვეყნებს ინფორმაციას, წერს რომ ზუგდიდელი მოზარდის ვიდეო რამდენიმე დღეში 100 ათასმა მომხმარებელმა ნახა სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე.

თებერვლის დასაწყისში ემინემმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა და საკუთარ თაყვანისმცემლებს მოუწოდა, სიმღერა გოძილლას ბოლო სტროფი ისევე სწრაფად წაეკითხათ, როგორც ამას თავად აკეთებს.

ემინემმა ამ სიმღერაში საკუთარი რეკორდი მოხსნა და 30 წამში 229 სიტყვა წარმოთქვა. იგივე მოახერხა ნინი ჩილაჩავამაც და ის ერთ-ერთი წამატებული აღმოჩნდა იმ ვიდეოებს შორის, რომელიც მომღერლის ინსტაგრამ გვერდზე თაყვანისმცემლებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ატვირთეს.

ნინი ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეა და სიმღერა მისი ჰობია. უსმენს სხვადასხვა ჟანრის მუსიკას. მათ შორის ჰიპ ჰოპსაც. წლებია ემინემის სიმღერებს უსმენს და ხშირად უცდია იგივე სისწრაფით ინგლისური ტექსტების წაკითხვა. მისი შესაძლებლობებით აღფრთოვანებულმა მეგობრებმა და დედამ მას გამოწვევაში მონაწილეობა ურჩიეს. ნინი ამბობს, რომ თავდაპირველად ერიდებოდა, თუმცა ბოლოს მაინც გაბედა. შედეგით გაკვირვებული და ამავე დროს გახარებულია.

"ძალიან ბევრი ადამიანი მეხმიანება. მათ შორის ჟურნალისტები და ძალიან გახარებული ვარ", - გვითხრა ნინი ჩილაჩავამ.

ის ახლა სწავლაზეა ორიენტირებული. 16 წლისამ უკვე რამდენიმე ენა იცის. მათ შორის ინგლისური და ფრანგული. გერმანულს ახლა სწავლობს. პროფესია ჯერ არჩეული არ აქვს, თუმცა დარწმუნებულია, რაც არ უნდა აირჩიოს, სიმღერას მის ცხოვრებაში გამორჩეული ადგილი ყოველთვის ექნება.

ნინის განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ მისი სკოლელები - 15 წლის ლიზი მანია, სალომე ჩიქავა და დესი წიფურია. ისინი თვისუფალ დროს ერთად ატარებენ. ძირითადად მუსიკას უსმენენ და ცეკვავენ.

ნინი ჩილაჩავამ არ იცის როდის გამოვლინდება კონკურსის გამარჯვებული. აბობს, რომ დეტალები მომღერალს მიმართვაში არ დაუკონკრეტებია.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სოხუმელი ეკატერინე ფარულავა პროფესიით ექიმია.
13:06 / 14.03.2020
სოხუმელი ეკატერინე ფარულავა პროფესიით ექიმია.
მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის (COVID 19)
13:07 / 10.03.2020
მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის (COVID 19)
კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით სოხუმი ოკუპირებულ
10:45 / 27.02.2020
კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით სოხუმი ოკუპირებულ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის
13:06 / 05.02.2020
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის
ფოტო
ექიმების საახები, რომლებმაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს უმკურნალეს [ფოტო]
კორონავირუსთან ბრძოლა განსაკუთრებით რთულ და მძიმე პირობებში
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მგზავრებისგან დაცლილი ენგურის ხიდი [ფოტო]
ოკუპირებული აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს
ზუგდიდი კორონავირუსის წინააღმდეგ [ფოტო]
მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა
მამზიშხას მთა [ფოტო]
მამზიშხას მთა აფხაზეთში, გაგრიდან 6 კილომეტრში
მზარეულის მაგიდა
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მეგრული ჯანჯუხა ტრადიციული რეცეპტით [ვიდეო]
მეგობრები, 80 წლის ეთერ ფაჟავა და თამარ შარია მეგრულ
გოგრის მაფინები გვანცასგან
ყველამ ვიცით, რომ გოგრა გემრიელთან ერთად სასარგებლო
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.