ვიდეო
ბოსტნეულის კანფეტები „კოპეშონისგან“ [ვიდეო/ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
სოხუმელი ეკატერინე ფარულავა პროფესიით ექიმია. სიახლის და ექსპერიმენტების ძიებაში მან ჰობი ბიზნესად აქცია.

მას შემდეგ რაც ინტერნეტში ნახა ვიდეო, როგორ მოუმზადა ქალმა შვილს მისთვის საძულველი ბოსტნეულისგან კანფეტები, თვითონაც ცუკატების კეთებით დაინტერესდა.

„ძალიან მიყვარს გოგრა და როგორც კი მოვიდა გოგრის სეზონი, შევიძინე და დავამზადე ჩემს სამზარეულოში. პირველი დეგუსტატორი იყო მეუღლე, რომელიც კვების ტექნოლოგია. დავიწყე სხვადასხვა ვარიანტების კეთება. ინტერნეტში მოძიებული რეცეპტით, ინტერვალებით 15 წუთი უნდა მოგვეხარშა, მაგრამ საერთოდ არ ვხარშავ. მოვახერხე შაქრიანობის შემცირება. შრობის პროცესიც არ ადის 100 გრადუსზე, ამიტომ მაქსიმალურად შენარჩუნებული აქვს სასარგებლო თვისებები“.

პირველი პროდუქცია - გოგრის ცუკატი დარიჩინით, ვანილით საშობაო ბაზრობაზე გაიტანა.

„გასინჯეს ახლობლებმა, მეგობრებმა, თუმცა ვერ მიხვდნენ რა იყო. როცა გაიგეს, რომ ეს იყო გოგრა, მირჩიეს რომ სერიოზულად მომეკიდა ხელი ამ საქმისთვის. გოგრა მეგრულად კოპეშიაა და სახელიც მეგობარმა - „კოპეშონი“ დაარქვა. ეს არის ისტორია, თუ როგორ გადაიქცა ჰობი საქმედ“.

ამის შემდეგ მიიღო მონაწილეობა ერთ-ერთ საგრანტო კონკურსში, რომლის საშუალებითაც ბოსტნეულის საჭრელი დოლურა შეიძინა და დაიწყო ექსპერიმენტები სხვადასხვა ბოსტნეულით.

„გავსინჯე სტაფილო, დავამზადე ლიმნით, ჭარხალი მიხაკით და ილით, სეზონზე ცუკინი როზმარინით და პიტნით, მწვანე პომიდვრის, კიტრის, ასევე გემრიელია ციტრუსი, მაგრამ ჯერ ორიენტირებული ვარ ბოსტნეულზე. ვგეგმავ კიდევ სხვა ბოსტნეულის დატესტვას“.

ცოტა ხნის წინ კი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტმა „ზრდამ“ გადასცა ბოსტნეულის საშრობი, რომელიც მეწარმეს მისცემს ბიზნესის გაფართოების, მეტი პროდუქციის წარმოების და სხვების დასაქმების საშუალებას.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.