ვიდეო
როგორ ყიდის ყვავილებს ზუგდიდელი ფერმერი პანდემიის პირობებში [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
გაზანია, პეტუნია, ვიოლა და კიდევ ბევრი სხვადასხვა სახეობის ყვავილი, ფერმერ ლევან ბერულავას კარ-მიდამოს უკვე მესამე წელია აფერადებს.

აგროშეღავათიანი კრედიტის მიღების, პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ დაფინანსების და სათბურის მოწყობის შემდეგ, კორონავირუსის პანდემიამ მისი ბიზნესი საფრთხის წინაშე დააყენა, რადგან ყვავილების რეალიზაცია შეფერხდა. ფერმერმა საქმის გადასარჩენად პროდუქციის გაყიდვა ინტერნეტით დაიწყო.

ფეისბუკზე გვერდი გავაკეთეთ, სადაც ბევრი მომხმარებელი დაგვიკავშირდა და შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად მოვახერხეთ აქტივობა. საკმაოდ წარმატებითაც. გაყიდვები დისტანციურად გვაქვს. ფულთან კონტაქტი რომ გამოვრიცხოთ, ანგარშსწორებას გადარიცხვით ვაკეთებთ“, - ამბობს ფერმერი.

ლევან ბერულავას თქმით, მყიდველები მის მხარდასაჭერად ერთგვარ კამპანიასაც აწარმოებენ, მის სათბურში ნაყიდ ყვავილებს ფეისბუკზე აქვეყნებენ, რაც ხელს უწყობს პროდუქციის რეალიზაციას.

თუმცა ფერმერი ამბობს, რომ სოფელში მცხოვრები ადამიანების დიდი ნაწილისთვის, ვინც ნერგების რეალიზაციით არჩენდნენ ოჯახებს, ინტერნეტი ხელმისაწვდომი არ არის, შესაბამისად, ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

„სოფლებში ბევრი ადამიანია ისეთი, ვინც ჩითილების რეალიზაციით ირჩენს თავს. ახლა, როცა დაკეტილია აგრარული ბაზარი, ისინი რეალიზაციას ვერ ახდენენ. ჩითილს ხომ თავისი ფაზები აქვს. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის უსარგებლო ხდება. ანუ, თუ დროულად არ მოხდა მისი დარგვა, შეიძლება ეს ჩითილები გადასაყრელიც გახდეს. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით მათი დახმარებაა საჭირო“.

ლევან ბერულავა ფიქრობს, რომ პანდემია საკვები პროდუქტების მოთხოვნას უფრო გაზრდის, ამიტომ მან ბოსტნეულიც დარგო და სათბურის გაფართოებას გეგმავს:

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ უფრო გაიზრდება მოთხოვნა საკვებ პროდუქციაზე, ბოსტნეულზე, ამიტომ ჩვენი ბიზნესიც შესაბამისად გვინდა განვავითაროთ. წელს დავამატეთ სალათის ფოთლები, გამოვიყვანეთ ჩითილები. მომავალში დამატებითი სათბურების მოწყობას ვგეგმავ, სადაც ჰიბრიდული ჯიშის მაღალმოსავლიან ჩითილებს გამოვიყვანთ“.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.