ვიდეო
ზუგდიდის სკოლის მოსწავლემ პირბადეები შეკერა და გალში გააგზავნა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
17 წლის მარიამ ნარმანიამ გადანახული ნაჭრებით ასი ცალი პირბადე შეკერა. ნაწილი ახლობლებისთვის გალში გააგზავნა, ნაწილი კი ასევე ახლობლებს, ზუგდიდში დაურიგა.

"ნაჭერი მქონდა გადანახული და პანდემიის გამო გადავწყვიტე პირბადეები შემეკერა. ვიფიქრე, რომ ასე გალის მოსახლეობას დავეხმარებოდი", - ამბობს მარიამი.

პირბადეების შეკერვა კიდევ სურს, მაგრამ ნაჭერი უკვე აღარ აქვს. შეძენას კი კარანტინის გამო ვერ ახერხებს.

"ახლა მეტი ნაჭერი არ მაქვს, თორემ დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი კიდევ, მიუხედავად იმისა, რომ თითებშიც ბუშტები ჩამიჯდა", - თქვა მარიამმა.

მარიამი აფხაზეთიდან დევნილია და ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში სწავლობს. ამბობს, რომ აფხაზეთთან ახლაც ბევრი რამ აკავშირებს:

"ბებია მყავს აფხაზი. პატარა ვიყავი, ენგურის ხიდზე გადავდიოდით ისე მამას ესროლეს, რის გამოც მამას ბევრი ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. ახლაც ავადაა. ეს ჩემთვის დღემდე ძალიან დიდი ტკივილია და ამიტომაც მინდა, რომ სხვებს დავეხმარო".

მარიამი თავისუფალ დროს ხატავს და კერავს. ამბობს, რომ მისთვის ქველმოქმედებაში მონაწილეობა პირველი არ არის. უფრო ადრე, საკუთარი ნამუშევრები გაყიდა და თანხა სიმსივნით დაავადებულთა დასახმარებლად გადარიცა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.