ვიდეო
ვარდები, რომელიც მხოლოდ სათბურს ალამაზებს - ზუგდიდელი ფერმერი შემოსავლის გარეშე რჩება [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ახლა ვარდის ყვავილობის სეზონია და ზუგდიდელი ფერმერი ნაზო ჯიქია დარდობს, ისე არ დაუჭკნეს, რომ გაყიდვა ვერ შეძლოს.

სეზონზე 5000 ცალ ვარდს კრეფდა და ბაზარში 1 ლარად აბარებდა. ამბობს, რომ სახლში მოწყობილი სათბური ოჯახის შემოსავლის წყაროა, მაგრამ პანდემიის გამო რეალიზაციას ვერ ახერხებს.

„ადრე თხილი 5-6 ტონამდე გვქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფაროსანამ მოსავალი გაანადგურა, ეზოში ვარდის სათბური მოვაწყვეთ, რომელიც „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაფინანსდა. რომ იტყვიან „პურის ფული“ გვქონდა, მაგრამ პანდემიის გამო ახლა ყვავილებს ვერ ვყიდით და ზარალში ვართ“, - ამბობს ფერმერი.

სათბური, განსაკუთრებით ყვავილების, ფიზიკურ შრომასთან ერთად ფინანსებსაც მოითხოვს, გვიყვება ნაზო და საუბარში ვარდის ძირებიდან სარეველას აშორებს:

„ყოველ დილით შემოვდივარ და ვეფერები ბავშვივით. პატარა უყურადღებობა და მოიწყენს, ავად გახდება. მერე რამდენი რამ სჭირდება, შეწამვლა, სასუქი. ცოტა ხნის წინ რაღაც დაავადება გაუჩნდა, გადავჭერი მთლიანად და აყვავილდა, მაგრამ რად გინდა, არავინაა მყიდველი“.

ვარდების გარდა ფერმერს, ღია გრუნტში მარადმწვანე მცენარეებიც აქვს.

„ტუიებს და სხვა მარადმწვანე ნერგებსაც ვყიდდი, მაგრამ ახლა ესეც არ იყიდება და გაადაადგილებაც, რომ დაუშვან აწი, ისეთი დრო მომისწრებს, რომ ნერგებსაც არავინ წაიღებს. ივნისში უკვე გვიანია დარგვა და წელს თხილის მოსავალი თუ არ იქნა პენსიის ამარა ვრჩები“, - გვითხრა ნაზო ჯიქიამ.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.