ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, სალათის ფოთლები - ფერმერს სესხით მოშენებული ბაღჩეული უფუჭდება [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ დავითიანში, ფერმერმა ზურაბ გულუამ ღია
გრუნტზე რამდენიმე სახეობის სალათი, ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო
შარშან, წლის ბოლოს მოაშენა. პირველი მოსავალი წელს მიიღო, თუმცა
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, მათ რეალიზაციას ვერ ახერხებს.
მოწეული პროდუქციის დიდი ნაწილი გაუფუჭდა, ცოტა გაყიდა, დანარჩენი კი
ჯერაც დაუკრეფავი, კლიენტს ელოდება. თუკი უახლოეს დღეებში ვერ
გაყიდის, აგროსესხით შეძენილი ჩითილებისგან მხოლოდ იზარალებს.
ეს "აისბერგის" სალათია, ძალიან სასარგებლო, ეს კი "ლოლა როსაა", ის "ლოლა ბიონდა". "მწვანე სალათიც" მაქვს. ბროკოლს ცოტას თუ გამოარჩევ. ყვავილოვანმა კომბოსტომ ხედავთ, რომ ზოგან იყვავილა და გაფუჭდა, - ფერმერი ერთ ჰექტარზე გაშენებულ მოსავალს გვათვალიერებინებს.
"24 ათასი ჩითილი ჩამოვიტანე. სადღაც მინიმუმ 20 ტონა უნდა ყოფილიყო. ბროკოლი 5-6-7 ლარი ღირდა, როცა ნორმალური ცხოვრება იყო. ახლა 200 კილო ძლივს გავყიდე 3 ლარად", - უყვება "ლაივპრესს" ზურაბ გულუა.

კორონავირუსამდე ამ ჩითილებმა რამდენიმე დღიანი, ზუგდიდისთვის ძლიერი ყინვებიც გამოიარა. დღეს კი, პანდემიის პირობებში, მეპატრონე მათ ნაყოფს - განსაკუთრებით სასარგებლო ბოსტნეულს ვერ ყიდის.
ფერმერმა პროდუქციის შეტანა ზუგდიდის ბაზარში სცადა, თუმცა არ გამოუვიდა. მარკეტებთანაც შეეცადა მოლაპარაკებას. კორონავირუსის გამო ქვეყანაში გამკაცრებული ზომები, მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების აკრძალვა, მისი ბიზნესისთვის ამ შემთხვევაშიც ხელის შემშლელი აღმოჩნდა.
ცოტა ხნის წინ, ზურაბ გულუას თქმით, მისმა მეუღლემ მოიფიქრა, მოსავალი სოციალური ქსელის დახმარებით გაეყიდათ და ინფორმაცია ფეისბუკის გვერდზე განათავსეს. ოღონდ, ამის გაკეთება ცოტა დაგვაგვიანდაო, გვითხრა.

ბოსტნეულის მოსაშენებლად ფერმერმა თავის დროზე 45 ათასი ლარის მოცულობის აგროსესხი აიღო. ამ ფულს საკუთარი თანხის ნაწილიც დაუმატა. დღეს კი იმაზე უწევს ფიქრი, როგორ დაფაროს საბანკო ვალდებულები.
კითხვას, თუ რამდენით იზარალა, ასე პასუხობს - "8 ათასი ლარი მარტო ჩითილებს მივეცი. სულ მოსავლისგან 1300 ლარი ავიღე. ახლა თქვენ იანგარიშეთ".
პირველი იმედგაცრუების მიუხედავად, ამ საქმისთვის თავის დანებებას არ აპირებს. უახლოეს მომავალში სალათებს, ბროკოლს და ყვავილოვან კომბოსტოს აყრის და მათ ადგილას ლობიოს და პამიდორს მოიშენებს. სიმინდი იგივე მიწის ნაკვეთის გაგრძელებაზე უკვე დათესა.

ფერმერი მოცვის მოშენებასაც ფიქრობს.
დღეს მიწის ნაკვეთის და მასზე მოწეული მოსავლის მოვლაში ორი ადამიანი ეხმარება. თუ საჭიროება მოითხოვს, მუშახელს დაიმატებს.
ბოსტნეულს ზურაბ გულუა თითქმის განახევრებულ ფასში ყიდის, პარარელურად კი ნაწილი სოციალურად დაუცველ ოჯახებს უსასყიდლოდ დაურიგა, ადამიანებს, რომლებიც პანდემიის პირობებში ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.