ვიდეო
ბავშვების გამოგონება, რომელიც დახურულ სივრცეში ადამიანების რაოდენობას აკონტროლებს [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
Covid-19 მსოფლიოსთვის ახალი გამოწვევაა და ყველამ ერთად პანდემიის ზიანის შემცირების გზებზე უნდა ვიფიქროთ, - ამბობს ზუგდიდის მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო შარია.

მისი თაობა ინოვაციურ გზებს ეძებს. ნინო თავის მეგობრებთან ერთად ზუგდიდის ტექნოპარკში ისეთი მოწყობილობის შექმნაზე მუშაობს, რომელიც დახურულ სივრცეში ადამიანების რაოდენობას განსაზღვრავს და გააკონტროლებს.

პროექტზე სულ 4 მოზარდი მუშაობს, 3 ზუგდიდის ტექნოპარკიდან და ერთიც სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიიდან. მუშაობის პროცესი კი დისტანციურად მიმდინარეობს, - გვიყვება ზუგდიდის მე-10 საჯარო სკოლის, მე-12 კლასის მოსწავლე უჩა ჯანაშია:

„მოგეხსენებათ, რომ არ არის რთული ონლაინ საქმის აწყობა, ინფორმაციების გაცვლა. პროქტზე დაახლოებით 2 კვირა ვმუშაობდით კვირაში რამდენიმე საათი ვეხმიანებოდით ერთმანეთს, გუნდი შეიკრა და ასე შევქმენით მოწყობილობა“.

მოზარდებმა პროექტის ძირითადი პროგრამულ ნაწილზე მუშაობა დაასრულეს, ამჟამად დიზაინზე მუშაობენ, ამიტომაც როგორ გამოიყურება მოწყობილობა, ამას ზუგდიდელი მოზარდის დიმიტრი გულუას მიერ შექმნილ ანიმაციაზე ვხედავთ.

„ადამიანი როცა შედის შენობაში, მონიტორზე ეწერება შესული ადამიანების რაოდენობა, თუ მეტი ადამიანი შევიდა, მოწყობილობა მოახდენს რეაგირებას. მოწყობილობის ერთი ნაწილი მონტაჟდება შენობის გარეთ, მეორე შიგნით. ის იბეჭდება 3D პრინტერზე და გარე კორპუსში ჩამონტაჟებულია სენსორი და ლაზერი“, - გვიხსნის დიმიტრი.

პროექტს STEM მიმართულების ტრენერი უტა კილასონია ხელმძღვანელობს. მისი თქმით, მოწყობილობის შექმნის იდეა ტელესკოლიდან დავით სონღულაშვილის ფიზიკის გაკვეთილების გავლენით გაჩნდა, რომელიც ბავშვებს უხსნის მოვლენებს და ასწავლის მათ გამოყენებას, დღევანდელ ტექნოლოგიასთან დაკავშირებას.

„პროექტი ჯერ ვირტუალურად დამუშავდა და შემდეგ რეალურად აწყობილი ჩაიტვირთა. ბავშვებს ნანახი ჰქონდათ სონღულაშვილის ტელეგაკვეთილები, რომელიც პროექტის განხორციელების საფუძველი იყო. პროექტზე მუშაობა რთული და შრომატევადია, რადგან ინოვაციას ეხება. მისი შექმნის პორცესში პრაქტიკულად ყველა იყო ჩართული, ზუგდიდელ ბავშვებთან ერთად იყო სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლე გიგი გუგუნავაც. ამ დროისთვის, პროექტის ტექნიკური და პროგრამული ნაწილი უზრუნველყოფილია და მიმდინარეობს დიზაინზე მუშაობა“, - ამბობს უტა კილასონია.

მოზარდების მიერ შექმნილი მოწყობილობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას, დაფინანსების მოსაპოვებლად, - ამბობს ზუგდიდის ტექნოპარკის მენეჯერი ანუკი ასათიანი.
„კონკურსი ითვალისწინებს პროტოტიპის შექმნას, რომელიც კავშირში იქნება პანდემიასთან. შემდეგ სააგენტო განსაზღვრავს რამდენად მასშტაბური და გამოყენებადი იქნება ეს პროდუქტი სხვადასხვა დაწესებულების მიერ. სწორედ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მივიღებთ დაფინანსებას. ამით კი ბავშვებს ხელმძღვანელთან ერთად ექნებათ შესაძლებლობა, რომ განავითარონ პროექტის შემდეგი ეტაპები“, - ამბობს მენეჯერი.

შემდეგი ეტაპებისთვის კი მოზარდებს უკვე იდეებიც აქვთ.

„ახლა იდეებია მთავარი, თორემ მისი განხორციელება გუნდურად და დისტანციურად თანამედროვე ეპოქაში ადვილად შესაძლებელია“, - ამბობენ მოზარდები.


Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად
13:48 / 15.07.2020
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად
პიკასო, მაკო, ორი ნიკოლოზი და კიდევ სხვები, ახალგაზრდა
12:09 / 09.07.2020
პიკასო, მაკო, ორი ნიკოლოზი და კიდევ სხვები, ახალგაზრდა
სენაკის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია
10:08 / 04.07.2020
სენაკის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა
18:57 / 30.06.2020
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.