ვიდეო
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გაიხსნა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
საგანგებო მდგომარეობის გამო, დაახლოებით 2 თვის წინ დაკეტილი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დღეს გაიხსნა. მისი დათვალიერება მსურველებს დილის 6 საათიდან საღამოს 9 საათამდე შეუძლიათ. ბაღში სტუმრობა წლის ბოლომდე უფასოა. მანამდე აქ ერთჯერადად შესვლა 2 ლარად იყო შესაძლებელი.

„ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" ხელმძღვანელ ზვიად ქარჩავას განცხადებით, ბაღის შესასვლელში დღეიდან განთავსდება სადეზინფექციო ხსნარი, რათა მოქალაქეებმა შეძლონ გამოყენება. გარდა ამისა, ნებისმიერ მსურველს ეპატიჟებიან მოხალისეობრივად მებაღის ვაკანსიაზე.

ზვიად ქარჩავას ინფორმაციით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თუ არ გაუარესდა, ზაფხულში იგეგმება ახალი ხე-მცენარეების დარგვა. ასევე, ივლისში ელოდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ბოტანიკური ბაღების წარმომადგენელთა ექსპედიციას. მათი მიზანია როგორც ბაღში, ასევე სამეგრელოს რეგიონში მცენარეთა ჯიშების შესწავლა.

ამასთან, როგორც „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ დირექტორი განმარტავს, შეისწავლეს სპეციალისტებთან ერთად ბაღის ხე-მცენარეების მდგომარეობა. შედეგად დადგინდა, რომ 15 ხე მოიჭრება, რადგან უკვე ხმელია და საფრთხის შემცველი. როგორც ბაღის დირექტორი ამბობს, არსებობს კომისიის შესაბამისი დასკვნაც.

მისივე ინფორმაციით, გასხლეს ასი წლის მაგნოლია, რომელიც სოკოთია დაავადებული. ამ ეტაპზე ეს ხე დაკვირვების ეტაპზეა და მიმდინარეობს მისი შეწამვლა.

კორონავირუსის საფრთხის გამო ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი 23 მარტს დაიხურა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი
11:22 / 09.09.2022
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია
ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
14:51 / 27.08.2022
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი,
რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
17:55 / 09.08.2022
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში,
აფხაზეთიდან
16:12 / 29.07.2022
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.