ვიდეო
ზუგდიდში სილამაზის სალონების უმრავლესობამ მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოში დღეიდან, 18 მაისიდან განაახლეს მუშაობა სილამაზის სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა, რომლებიც ეპიდემიის გამო 2 თვის წინ დაიხურა.

თითქმის ყველა ასეთი ობიექტი გაიხსნა ზუგდიდშიც. იშვიათი გამონაკლისია რამდენიმე მათგანი, სადაც ჯერ კიდევ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

სილამაზის სალონების თანამშროელთა თქმით, 2 თვის განმავლობაში უმუშევრად ყოფნა მათ ოჯახებს მძიმე ტვირთად დააწვა, რადგან უმრავლესობისთვის ეს გასამრჯელო შემოსავლის მთავარი წყარო იყო. მათი თქმით, მზად არიან დაიცვან მთავრობის რეკომენდაციები.

ამასთან სილამაზის სალონებს გახსნის პირველივე დღეს სრული დატვირთვით მოუწიათ მუშაობა, რადგან მომხმარებლებმა უკვე წინასწარ, რამდენიმე დღით ადრე დაიჭირეს თადარიგი და დაჯავშნეს ვიზიტი.

სილამაზის სალონებს და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული წესების დაცვა უწყევთ, რომლის თანახმადაც:

საერთო სივრცეში 5 კვ.მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი მომხმარებელი და ერთი მომსახურე პერსონალი. თითოეულ სამუშაო უბანს შორის დაცული უნდა იყოს მინიმუმ ორმეტრიანი დისტანცია, ხოლო თუ ეს ვერ ხერხდება, სივრცეების იზოლაციისთვის უნდა მოეწყოს ბარიერები, რომელიც ექვემდებარება რეცხვა-დეზინფექციას. ამიტომ სილამაზის სალონების ნაწილს, ინვენტარის გადალაგება მოუწია.

გარდა ამისა, შესასვლელებში განთავსებულია დეზობარიერები.

მომხმარებლისთვის სავალდებულოა ნიღბის გამოყენება. ამასთან მათ მომსახურების სივრცეში შესვლისთანავე უნდა ჩაიტარონ ხელის ჰიგიენა, დაიცვან ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული წესები და პრევენციული ნორმები.

დღის ბოლოს უნდა მოხდეს სამუშაო სივრცის სველი წესით დალაგება სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.

საქართველოში 27 აპრილიდან, ეტაპობრივად დაიწყო კორონავირუსის საფრთხის გამო დაწესებული შეზუდვების მოხსნა. მთავრობის 6 ეტაპიანი გეგმით, სილამაზის სალონების და ესთეტიკური ცენტრების გახსნა ბოლო, მერვე ეტაპზე უნდა მომხდარიყო, რაც ივნისში უწევდა. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, კი მთავრობამ ამ შეზღუდვის ვადაზე ადრე მოხსნის გადაწყვეილება მიიღო.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სენაკის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების
პარკის“ მოწყობა მიმდინარეობს.
10:08 / 04.07.2020
სენაკის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკის“ მოწყობა მიმდინარეობს.
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა ქორწილის და სხვა
მასშტაბური
18:57 / 30.06.2020
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა ქორწილის და სხვა მასშტაბური
ფერმერები უკვე თანხმდებიან, რომ სწორად შეწამვლის შემთხვევაში
11:38 / 29.06.2020
ფერმერები უკვე თანხმდებიან, რომ სწორად შეწამვლის შემთხვევაში
მარტში პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო
14:28 / 22.06.2020
მარტში პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.