აფხაზეთში მიმავალი ხიდი მგზავრების გარეშე [ვიდეო]
აფხაზეთ-სამეგრელოს დამაკავშირებელ ენგურის ხიდზე
უჩვეულო სიჩუმეა. ხიდი, რომელსაც დღეში, 100-ობით მგზავრი კვეთს, დღეს
ცარიელია. დე ფაქტო მთავრობამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონსა და
დანარჩენ საქართველოს შორის მიმოსვლა ისევ აკრძალა. სოხუმს ჯერ არ
გამოუცხადებია, რა ვადით.
მანამდე ხიდი პანდემიის გამო 14 მარტს ჩაკეტეს. 26 მაისს კი ცალმხრივად გახსნეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნების უფლება მიეცათ დანარჩენ საქართველოში მყოფებს. პირიქით, აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით გადაადგილება აკრძალული იყო.
აფხაზეთის ე.წ. მთავარი სანიტარული ექიმის, ლუდმილა სკორიკის განცხადებით, „საქართველოსთან საზღვარი“ ცალმხრივად გაიხსნა რათა „საკუთარ ქვეყანაში“ დაბრუნებულიყვნენ მოქალაქეები, რომლებმაც ეს მანამდე კარანტინის გამო ვერ შეძლეს.
მისი ცნობით, ერთი კვირის განმავლობაში აფხაზეთში 532 ადამიანი დაბრუნდა. სკორიკი ირწმუნება, რომ მათ კორონავირუსზე ტესტირებას უტარებენ. ამ ეტაპზე გამოკვლეულებს ვირუსი არ დაუდასტურდათ.