ვიდეო
არჩევნები და კორონავირუსი - რას ფიქრობს ამომრჩეველი - [გამოკითხვა]
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღდვების მოხსნა 27 აპრილიდან დაიწყო, ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს და არავინ იცის რა ვითარება გვექნება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით შემოდგომაზე. არადა, საქართველოში სწორედ შემოდგომაზე, ოქტომბერში იგეგმება ძლიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები.

არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დარჩა და ჯერ კიდევ გაურკვეველია ბევრი საკითხი. მათ შორის რა პირობებით და წესებით ჩატარდება ის.

რამდენად არის მზად ამომრჩეველი აქტიურად ჩაერთოს პროცესებში, მით უფრო არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, - ამ კითხვით „ლაივპრესმა“ ზუგდიდის ქუჩებში მიმართა მოქალაქეებს.