ვიდეო
როგორ გადაურჩა თხილის კულტურა პანდემიას და რას ითხოვენ ფერმერები - [ვიდეო]
ფერმერები უკვე თანხმდებიან, რომ სწორად შეწამვლის შემთხვევაში და კარგი ამინდის პირობებში მოსავალიც შესაბამისი მიიღება, თუმცა მთავარი პრობლემა მათთვის საჭირო პრეპარატების და პესტიციდების შეძენაა, რადგან 1 ჰექტრის დამუშავება სულ ცოტა 500 ლარი მაინც ჯდება.

ნაწილი მოსავლის რეალიზაციიდან მიღებული მოგებიდან ამ თანხების მოზოგვას თავიდანვე ახერხებს, თუმცა ბევრი უსახსრობის გამო მთელ თანხას სურსათზე ხარჯავს.

ზუგდიდის მუიციპალიტეტში თხილის მოსავლით წელს კმაყოფილი არიან. გლეხების თქმით, თუ ამინდმა გაამართლა, შედეგიც კარგი იქნება. რაც შეეხება ხარისხს, ეს მოსავლის აღების პერიოდში გამოჩნდება.

ფერმერების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეწამვლის სამუშაოების პირველი ეტაპი საგანგებო მდგომარეობას დაემთხვა, პესტიციდების მაღაზიები არ ჩაკეტილა და შესაბამისად არც სამუშაოები შეფერხებულა.

სპეციალისტები და თხილის ბიზნესში ჩართული პირების თქმით, წელს კილოგრამი თხილის ფასი სავარაუდოდ 9-10 ლარი იქნება. მათივე განმარტებით, პანდემიას ხელი არ შეუშლია პროდუქტის ევროპის ბაზარზე გატანაში და ეს პროცესი არც შემოდგომაზე შეფერხდება.

ამ თემაზე უფრო მეტი მოისმინეთ გადაცემაში „დისკუსია ლაივპრესში“.