ბიზნესი პატარძლების მოლოდინში [ვიდეო]
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა
ქორწილის და სხვა მასშტაბური ღონისძიებების მოწყობასთან
დაკავშირებულმა ბიზნესმა. მათ შორის არიან მაღაზიები და კერძო
სალონები, რომლებიც სადღესასწაულო კაბებს, აქსესუარებს და მანქანებს
აქირავებდნენ ან ყიდიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 18 მაისიდდან
მუშაობა განაახლეს სილამაზის სალონებმა, ნაკლებია მომხმარებელი.
არავის უნდა სადღესასწაულო ვარცხნილობებისა თუ მაკიაჟის გაკეთება.
წყვილების დიდმა ნაწილმა, ვისაც მასშტაბური წვეულების გამართვა სურდა,
ქორწილი გადადო. ნაწილმა კი ოჯახის პირობებში, ვიწრო წრეში
აღნიშნა.

ზუგდიდელ ნინო სამუშიას ოჯახთან ერთად 7 წელია საქორწილო კაბების სალონი „მარიფელი“ აქვს. ბიზნესით ოჯახი თავს ირჩენდა, თუმცა პანდემიამ ყველაფერი შეცვალა.
„ოჯახის წევრები ამ ბიზნესით ვიყავით დაკავებული, ყველა აქ ვმუშაობდით და დაზარალებულები ვართ, როგორც მოსახლეობის თითქმის 99 %. ჩვენ ზოგადად ქორწილებზე ვიყავით დამოკიდებულები და ძალიან შეგვეხო ეს პანდემია“, - ამბობს ნინო სამუშია.

კაბების გაქირავების გარდა, სალონში მაკიაჟს და ვარცხნილობასაც აკეთებდნენ. შესაბამისად, უმუშევარი დარჩა ყველა თანამშრომელი. როგორც ნინო განმარტავს, მარტის თვის შემდეგ მომხმარებელი არ ჰყოლიათ. არ მუშაობს, ამავე ბიზნესში საკუთარი მანქანით ჩართული ნინოს მეუღლე, გოჩა ჩუხუა. ის წლებია ახალდაქორწინებულებს მანქანით ემსახურება. მასაც უკვე 3 თვეა მგზავრები არ ჰყოლია.

„ქორწილებია ყველაზე მეტად აკრძალული რატომღაც. ძალიან ბევრი ხალხი იყო ამაში ჩართული. ყველაზე მეტად ამათ შეეხო. არიან ფოტოგრაფები, ვიდეოგადამღებები, რესტორნები, ძალიან ბევრი ხალხი მუშაობდა და ყველა უმუშევრად არის დღესდღეობით დარჩენილი. ცუდია რა თქმა უნდა. ველოდებით, როდის იქნება მოხსინილი ეს შეზღუდვები და როდის დაგვრთავენ ნებას“, - ამბობს გოჩა ჩუხუა.

საკუთარი თავის რჩენა უჭირს 15 წლიანი გამოცდილების მქონე სტილისტს, ანჟელა ჭაავას. ის სამუშაო დღის ნაწილს არა სალონში, არამედ მის ფასადთან, მომლოდინე მომხმარებელთათვის განკუთვნილ სავარძელში ატარებს. ამბობს, რომ თუკი პანდემიამდე დღეში 5-6 მომხმარებელს ემსახურებოდა, დღეს ეს ციფრი 2-მდე შემცირდა.

„მე არ ვიცი საჭიროა თუ არა ამ შემთხვევაში, რომ ხალხი შეიკრიბოს. არ ვიცი ეს შესაძლებელია, თუ არა, მაგრამ ჩემთვის რომ უკეთესი იქნება ეს ვიცი. სამსახური მექნება. როცა ქორწილია უკეთესი მუშაობაა“, - ამბობს ანჟელა ჭაავა. ის სალონში მუშაობას ბევრად ადრე ამთავრებს, ვიდრე ეს პანდემიამდე იყო.