ახალი ტურისტული ატრაქცია ნოქალაქევის სიახლოვეს [ვიდეო]
სენაკის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია
„თოკების პარკის“ მოწყობა მიმდინარეობს. ის მოიცავს თოკებისგან,
ხის მორებისგან, ბადეებისგან, ხიდებისგან და სხვადასხვა ელემენტების
ატრაქციებს. პარკი არის ექსტრემალური, სახალისო და გულისხმობს
არსებული ბარიერების გადალახვას. მდინარის ერთი ნაპირიდან
მეორეზე მოწყობილია 130 მეტრის სიგრძის ზიპლაიანი.
„პროექტი - სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით, რომლის ფარგლებშიც თოკების პარკი მოეწყო, ითვალისწინებს ნოქალაქევში, მდ. ტეხურის ხეობაში, რეკრეაციული ზონის განვითარებისთვის სათავგადასავლო და დასასვენებელი ატრაქციების მოწყობას. მნიშვნელოვანია, რომ თოკების პარკი კეთდება კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლთან - ნოქალაქევის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალთან. ახალი ატრაქციის მოწყობის მიზანია ხელი შეუწყოს ამ ადგილის როგორც რეკრეაციული ზონის განვითარებას“, - გვიყვება სენაკის მერიის ეკონომიკის, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტი მარინე კვარჭაია.

მისივე თქმით, ამ ადგილიდან დაახლოებით 1 კილომეტრში, მოეწყობა რუხი ყანჩების გადმოსახედი პლატფორმა, რომელიც ამ სეგმენტით დაინტერესებული ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი გახდება. მიმდებარე ტერიტორიაზე გაკეთდება ღია ბაზრობები, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივმეწარმეებს თავიანთი პროდუქციის გაყიდვა - პოპულარიზაციაში. აქვე შესაბამისი ინფრასტრუქტურით მოეწყობა პარკირების და ავტოკემპინგის ადგილები. მზადდება ასევ, ვებ-გვერდი, სადაც ტურისტული ობიექტების შესახებ სათანადო ინფორმაცია იქნება განთავსებული.
ატრაქცია, რომლის მოწყობა ყოფილი პიონერთა ბანაკის
მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს, ადგილობრივებისთვის უკვე გახდა
საყვარელი ადგილი. თოკების პარკს დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი
სტუმრობს.
საბოლოოდ, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ივლისის თვეში დასრულდება. პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სენაკის მერიის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) – რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში (FRLD) – ფაზა 2-ის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.