ვიდეო
ზუგდიდელი სკეიტერები სავარჯიშო სივრცის ძიებაში [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
პიკასო, მაკო, ორი ნიკოლოზი და კიდევ სხვები, ახალგაზრდა სკეიტერები არიან და ზაფხულობით, ყოველ საღამოს იუსტიციის სახლის უკან, სკეიტ პარკში იკრიბებიან. ზუგდიდში სულ რაღაც ერთი თვეა კლუბი დააფუძნეს დიდი მიზნებით - ბავშვებს, მოზარდებს განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების ალტერნატიული პლატფორმა შესთავაზონ. თავიდან სულ ათნი იყვნენ, დღეს კი უკვე სამოცამდე არიან. ფინანსები არ აქვთ, საჭიროებები ბევრი.

პიკასო, იგივე ირაკლი თორდია ამ კლუბის ხელმძღვანელია და კლუბის წევრებს ეთათბირება, სიახლეებს აცნობს. სკეიტბორდებზე ფეხმორთხმით სხედან ახალგაზრდები. ზოგი კედელს აყუდებულა. მათ სკეიტზე დგომისთვის აუცილებელი დამცავი საშუალებები არ აქვთ. არც სივრცე ყოფნით, რომელსაც სიმბოლურად კი ჰქვია სკეიტ პარკი, თუმცა შესაბამისად ადაპტირებული არ არის, უფრო ველომოყვარულებზე გათვლილიაო, გვითხრეს.

კლუბს ცოტა ხნის წინ შემოუერთდა 14 წლის მაკო მესხია. მართალია სკეიტბორდზე სამი წელია დგას, მაგრამ მთელი ამ ხნის მანძილზე ისეთი რაღაცები არ მისწავლია, რაც აქ სამ კვირაში მასწავლესო. მაკოს თხოვნაა ჰქონდეთ მეტი ტერიტორია იმისთვის, რომ უკეთეს სკეიტერებად ჩამოყალიბდნენ. ეს სივრცე მე კი მყოფნის, თუმცა არა დანარჩენ ახალგაზრდებსო.

"გვჭირდება თუნდაც სამუხლეები, პატარა ბავშვებმა, დამწყები ვინც არის, თავი რომ დაიცვან. შეიძლება ეს სივრცე დამწყებებს ეყოთ, მაგრამ ვინც უკვე პროფესიონალია, იმისთვის ცოტაა. ველოსიპედი, სკეიტი საზაფხულოდ ძალიან სახალისოა და ზაფხულის დღეებს უფრო უკეთესს ხდის", - უთხრა მოზარდმა "ლაივპრესს".

კლუბის კიდევ ერთი წევრია ნიკოლოზ ჭეჟია. ის უკვე ორი წელია ამ სპორტს მისდევს, ძალიან მოსწონს და სკეიტბორდზე დგომას მომავალშიც აპირებს. თავიდან გაუჭირდა. შემდეგ უფროსი მეგობარი, რატი ქარდავა დაეხმარა. მერე პიკასოც გაიცნო და კლუბში დაფუძნების დღიდან გაწევრიანდა. განვითარებისთვის პროფესიონალი სკეიტერების ვიდეოებსაც უყურებს და ერთმანეთისგანაც სწავლობენ.

"დამცავი საშუალებები ყველას სჭირდება. აქ არის პატარა რამპა. აქედან ჩამოსვლისას შეიძლება ნებისმიერ დროს დაზიანდე. შეიძლება სკეიტით სხვამ გამოიაროს, ველოსიპედითაც. მეორეხარისხოვანია ჩემთვის რამპა. პირველხარისხოვანია ეკიპირება", - გვითხრა ნიკოლოზმა.

12 წლის სკეიტერიც ფიქრობს, რომ სავარჯიშოდ პატარა სივრცე აქვთ. ამბობს - მართალია პარკი დიდია, მაგრამ ზოგან ფილები ამოყრილია, ზოგან კი ისეთია დაგებული, საკატაოდ არ გამოდგებაო.

სკეიტბორდი ჩემი გადმოსახედიდან არის პირველ რიგში თავისუფლება და დამოუკიდებელობა ყველაფრის მიმართ, - ასე ფიქრობს კლუბის დამფუძნებელი პიკასო, იგივე ირაკლი თორდია. როცა სკეიტზე დგახარ, რაღაც საოცარი გრძნობა გეუფლება. მითუმეტეს, როცა მარტო ხარ, თავი სამყაროს საწყისი წერტილი მგონიაო.

ჯერ კლუბი სრულფასოვნად არც ჩამოყალიბებულა და გარკვეულ საკითხებზე მუშაობა გრძელდება. მისი მიზანია ბავშვები არა ქუჩაში იდგნენ, არამედ ჰქონდეთ მოტივაცია და ინტერესი ახალი საქმის კეთების. ყოველ საღამოს, 6 საათზე იკრიბებიან. ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და ახალ მოძრაობებს სწავლობენ.

თავად სკეიტზე 12 წელია დგას. ახალგაზრდების ვარჯიშში ხუთკაციანი "სტაფი" ეხმარება. კლუბის დაფუძნებამდე ბავშვებთან სათითაოდ მოუწია მისვლამ, გასაუბრებამ, რომ მსგავსი რამე ჩაიფიქრეს და თუკი სურვილი ექნებოდათ, მათთვის კარი ღია იყო.

"იყო ისეთი მომენტები, ერთ დღეს მოვიდოდნენ, მეორე დღეს არ მოვიდოდნენ. ახლა უკვე მდგრადი სიტუაციაა. ძალიან მიხარია, რომ ასეთი რაღაც ზუგდიდში ხდება, რაც არასდროს არ ყოფილა. ისეა ჩვენი ქალაქი ცნობილი, მკვდარი ქალაქი, ყველაზე ცუდი ქალაქი, ყველაზე მიჩუმებული. დღეს ზუგდიდი აშკარად ყვირის, რომ იცი რა, ჩვენ, ახალგაზრდობა აქ ვართ და რაღაცას ვაკეთებთ", - გვითხრა პიკასომ.

მისი თქმით, პრობლემებსა და საჭიროებებზე მუნიციპალიტეტის მერს უკვე ესაუბრნენ და დახმარების პირობაც მიიღეს. კერძოდ, რომ 30 ბავშვისთვის დამცავ ეკიპირებას დაუფინანსებენ. ილაპარაკეს სკეიტპარკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობაზეც იმავე, ან სხვა ტერიტორიაზე.

პიკასო სამომავლოდ კლუბის განვითარებაზეც ფიქრობს. შესაძლოა სპონსორი მოიძიოს, ან აუცილებელი სახსრები ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიიღონ.

თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ იზიარებენ და მხარს უჭერენ ახალგაზრდების ინიციატივას. მათივე თქმით, იზრუნებენ სკეიტ პარკში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, სკეიტერთა უსაფრთხოების და განვითარებისთვის და პრობლემები, რომლებზეც დღეს მოზარდები საუბრობენ, ეტაპობრივად მოგვარდება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.