ვიდეო
ვლაქერნობის დღესასწაული ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო. დადიანების მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართი და სხვა სიწმინდეები საკათედრო ტაძარში გადაიტანეს. მსვლელობაში მრევლთან ერთად იყო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

სადღესასწაულო ლიტურგია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმემ, სინოდის სხვა წევრებთან ერთად აღავლინა.

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რელიგიური ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია: „ზუგდიდი და მცხეთა არიან ის წმინდა ადგილები, რომლებიც ყველა ქართველმა უნდა მოინახულოს და მოილოცოს. ვისურვებდი და მოვუწოდებდი ყველას, რომ ერთხელ მაინც ცხოვრებაში დაესწრონ ვლაქერნობას“.

ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშნვა ზუგდიდში 1990 წლიდან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით აღდგა და ყოველი წლის 15 ივლისს ტარდება.