პირველი შეხვედრა მაყურებელთან - თეატრის ცხოვრება პანდემიისას
ზუგდიდის თეატრი 5 თვიანი კარანტინის შემდეგ პირველად
შეხვდა მაყურებელს პირისპირ. მარტში გამოცხადებული კარანტინის შემდეგ
რეპეტიციები თეატრმა 15 ივლისს განაახლა.
მსახიობები ამბობენ, რომ თეატრი ამდენი ხნით პირველად გაჩერდა. დასისთვის უჩვეულო და მძიმე აღმოჩნდა მაყურებლის გარეშე არსებობა.
თეატრი ომის დროსაც კი აქტუალური იყო და თავის სათქმელს ამბობდა. პირველად მისი არსებობის მანძილზე მოხდა ისე, რომ თითქოს ფუნქცია დაკარგა, თუმცა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლაშა შეროზია მიიჩნევს, რომ ეს გამოწვევა შეიძლება საინტერესოც კი გახდეს, თუ თეატრი მოძებნის სწორ ფორმას მაყურებელთან დიალოგისთვის.