ვიდეო
პანდემიით დაზარალებული ფერმერები ახალი შესაძლებლობების ძიებაში
პანდემიის დროს გამოცხადებული კარანტინის გამო, ფერმერები დაზარალდნენ, რადგან დაიხურა ბაზრები, რესტორნები და მათი პროდუქციის რეალიზება ვერ შეძლეს.

ზარალის მიუხედავად, ფერმერების უმეტესობამ მეურნეობა არ გააჩერა და კრიზისის გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად აქცია.

ზუგდიდის მცხოვრებ გიორგი გერგედავას მე-4 წელია ბოსტნეულის სათბური აქვს. პანდემიით გამოწვეული ზარალის მიუხედავად, ფერმერმა მეურნეობა არ გააჩერა.  ამჯერად, მან კიტრის ნაცვლად, პამიდორი დარგო.  

მეწარმე ამბობს,რომ იმ შემთხვევაში, თუ კარანტინი ისევ გამოცხადდება, პამიდვრისგან საწებლის დამზადებას და გაყიდვას გეგმავს.

პანდემიის გამო, დაზარალდა მეწარმე ლევან ბერულავაც. მას ყვავილების სათბური ჰქონდა.

თუმცა გამოცდილებამ ახალი უნარები შესძინა და ბიზნესი გააფართოვა.