15 დღიანი იზოლაციის დასასრული - მამა-შვილის კოვიდისტორია [ვიდეო]
კორონავირუსი არც ისე საშიშია იმიტომ,
რომ მე ადვილად გადავიტანე, - ამბობს 7 წლის ჰელენი. დღეს თამამად
მიაბიჯებს მამასთან ხელჩაკიდებული ბოტანიკური ბაღის სიჭრელეში. არავინ
უშლის გარეთ თანატოლებთან თამაშს, რაც ასე ძალიან უყვარს.
ჰელენმა და მისმა ოჯახმა კოვიდ-19 უკვე დაამარცხა. 15 დღიანი "შინაპატიმრობაც" დასრულდა. სახლში მომწყინდაო, გვითხრა, თუმცა გამოჯანმრთელების ორკვირიან პერიოდს მაინც ხალისით იხსენებს. სხვაგვარად არც შეიძლება. მის გვერდით მშობლებთან და ბებია-ბაბუასთან ერთად, ერთგული მეგობარი ბაკა იყო. ბაკა ძაღლია, დიდი და შავტუხა ბიჭი, რომელსაც ზოგჯერ როგორც ცხენს, ისე მოაჯდებოდა და "დაჯირითობდნენ", ხან კი რაიმე ნივთს გადაუგდებდა და მოატანინებდა. თუ ბაკა გაჯიუტდებოდა, დასდევდა მთელს ეზოში და ასე გაჰყავდათ დრო.
ოჯახში კორონავირუსის გავრცელების წყარო მეორე კლასელი ჰელენი იყო. სავარაუოდ სკოლაში დაინფიცირდა. თავიდან არ მჯეროდა, რომ ეს ვირუსი მქონდაო, იხსენებს ბავშვი და თანატოლებთან გამიშვითო სათამაშოდ, ეხვეწებოდა მშობლებს. მერე დაარწმუნეს, რომ ყველასთვის მისი სახლში დარჩენა სჯობდა.
"ვწერდი გაკვეთილებს და თოჯინებით ვთამაშობდი. ონლაინ გაკვეთილებს ვესწრებოდი. გაკვეთილს რომ მოვრჩებოდით და მასწავლებელი გავიდოდა, მესამე კლასს ჩაუტარებდა გაკვეთილს, ჩვენ დავრჩებოდით და ვთამაშობდით წეროებს. ჩვენს ხელს ვარტყამდით ხელს", - ამბობს ჰელენი, რომელმაც დისტანციურად, ცოცხალი თამაშის ინსცენირებაც შეძლო მეგობრებთან ერთად.
კიდევ ბოტანიკურ ბაღში სეირნობა ენატრებოდა. აქ ხომ ნეკერჩხლის ხეები მოსწონს განსაკუთრებით, მაღლა რომ აიხედავ და სტაფილოსფრად არიანო შეფერილი.
ახლა მამასთან ერთად, მიწაზე მიმოფანტულ ფოთლებს კრეფს და ლამაზ კონად კრავს. მამა ზურაბ კვარაცხელიაც ერთ-ერთია, ვინც კორონავირუსი ოჯახის დანარჩენი წევრების მსგავსად იოლად დაამარცხა. ამბობს, რომ ჯანმრთელობის გარდა, ვირუსი ადამიანების ფსიქიკას აზიანებს, ამიტომაც, არანაკლებ მთავარია, მას პოზიტიური განწყობა დაუპირისპირონ. ეს მოახერხეს, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი მათთვის მაინც მოულოდნელობა აღმოჩნდა. ამისთვის მზად არ ვიყავითო.
"შეიძლება ჩვენი კლასტერი არც იყო ისეთი აგრესიული, მაგრამ ძალიან დიდი წნეხი იყო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ის, რომ თუნდაც სახლიდან გასვლა არ შეგიძლია, არავისთან კონტაქტი არ გაქვს და მეგობრის დახმარებით ახერხებ სურსათის მაღაზიიდან რაღაცის მოტანას. გამოკეტილი ხარ. ასე ვთქვათ, პატიმრობას ჰგავს.

შიშით რომ გიყურებს ადამიანი, სხვანაირი შეგრძნება ყოფილა. ეს განცდა არასდროს მქონია, რომ აქამდე, რომ ვინმეს ჩემი შეშინებოდა რაღაცის გამო", - გვიყვება გამოჯანმრთელებული რესპოდენტი.
ზურაბ კვარაცხელიას კარგად ახსოვს ქალაქში გასვლის პირველი დღეც ვირუსის დამარცხების შემდეგ. გაუცხოების შეგრძნება და მისალმების უჩვეულო ფორმა - "კორონა, როგორ ხარო".
სახლში გამოკეტვა განსაკუთრებით ბავშვისთვის აღმოჩნდა რთული და ამ ჩაკეტილობის მართვა ისე, რომ ტრამვებისგან დაეცვათ. ამაში მას მეუღლესთან ერთად, მშობლებიც დაეხმარნენ. რიგრიგობით ითავსებდნენ ჰელენის გართობა-სწავლის საათებს. ახატინებდნენ და აფერადებინებდნენ. ფილმებს ერთად უყურეს, რომ ეს თხუთმეტი დღე სტრესის ნაცვლად, ბავშვისთვის პოზიტიურად დასამახსოვრებელი ყოფილიყო.
"მათი მართვა და ყურადღების გადატანა სხვა რაღაცებზე, მნიშვნელოვანია სახლში, რადგან ბავშვები ადვილად იღებენ მცირე ტრამვებს, როცა სხვები თამაშობენ და თვითონ ვერ მიდიან იმიტომ, რომ კორონა სჭირთ. მერე ბავშვების ურთიერთობაც გულღიაა. პირდაპირ შეიძლება უთხრან, კორონა გაქვს და ჩვენთან არ მოხვიდე", - გვითხრა ზურაბმა.
თავიდან ჰელენის მსგავსად არც მას სჯეროდა, რომ ეს "საშინელება სჭირდა", რადგან მსუბუქი სიმპტომები - გემოს და ყნოსვის დაკარგვა მხოლოდ მოგვიანებით, ისიც ორი დღით გამოუვლინდა.
კარანტინის პირობებში დისტანციურად მუშაობდა. თუმცა იმ საქმეებს, რასაც ონლაინ ვერ აგვარებდა, თანამშრომლები ინაწილებდნენ. ყველა გვერდში დამიდგაო, ამბობს.
გამოჯანმრთელებული მამა-შვილი ყველას ურჩევს, არაფრის შეეშინდეთ. მათი თქმით, კორონავირუსის საუკეთესო წამალი კარგი განწყობა და სწორი მიდგომაა, ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს რომ შეაძლებინებს, მძიმე გამოწვევასაც იოლად მოერიოს.