საახალწლო სათამაშოები პირბადით [ვიდეო]
18 წლის დათო მიქავა ბავშვობიდან ხატავს.
რამდენიმე წლის წინ ზუგდიდის ტექნოპარკში გამოფენას დაესწრო და
ხელნაკეთი ნივთების კეთებით მას შემდეგ დაინტერესდა.
"დავინტერესდი როგორ მზადდებოდა, მივედი ტექნოპარკში, სადაც დამაკვალიანეს, გამაცნეს პროგრამა, შემდეგ მე თვითონ დავხვეწე და გავაუმჯობესე. პირველად, პატარა ბრელოკები გავაკეთე, შემდეგ ტროას ცხენი, რომელიც ახლაც შენახული მაქვს", - ამბობს დათო.
როგორც კი პირველი ნივთი დაამზადა, გაყიდა და მიხვდა, რომ ეს საქმე წარმატებულ ბიზნესად შეეძლო ექცია.
"პირველი შემოსავლით ძალიან გახარებული ვიყავი. ვფიქრობდი რომ 15 წლის ასაკისთვის ეს დიდი მიღწევა იყო. გადავწყვიტე, გამეგრძელებინა და უფრო მეტი შემოსავალი მიმეღო ამ საქმიდან. დავიწყე სხვადასხვა სახის სანათების დამზადება, სახაზავები, ბავშვის კუთხე, და ა.შ"

დათო ონლაინ ლექციების პარალელურად მუშაობს. ის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს. სწავლაში ხელი რომ არ შეეშალოს, ნივთების დამზადებაში დედა ეხმარება.
"ნივთების რეალიზაცია ფეისბუკის გვერდის საშუალებით ხდება, პანდემიის გამო შეკვეთები რა თქმა უნდა შემცირდა, თუმცა მაინც არის. ფოსტასთან ვთანამშრომლობთ, რის საფუძველზეც მომხმარებლებს შეკვეთილ ნივთებს შეღავათიან ფასში ვუგზავნით. მომხმარებლები კმაყოფილები არიან.ფეისბუკზე მწერენ მადლობებს, ჩვენს ნივთებს ხშირად დებენ სთორებზე", - ამბობს დათოს დედა ნანა წულაია.
დედა-შვილი ამჯერად საახალწლო შეკვეთებზე მუშაობს. წელს, მათი ხისგან დამზადებული სათამაშოები განსხვავებულია, ნაძვისხეზე დასაკიდ სმაილებს და თოვლის ბაბუს პირბადეები აქვთ, რაც მომხმარებელთა მოწონებას იმსახურებს.