ვიდეო
უნდა იბრძოლო სიცოცხლისთვის - 97 წლის ვეტერანმა კორონავირუსი დაამარცხა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
შიშმა არ უნდა ჩაგითრიოს. უნდა ებრძოლო. შენ უნდა იბრძოლო შენი სიცოცხლისთვის, - ამბობს 97 წლის ანაკლიელი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი კარლო ლაგვილავა.

ეს ამბავი იმაზეა, რომ ხშირად ასაკი მხოლოდ ციფრებია, და რომ ვირუსი რაც არ უნდა საშიშად ჟღერდეს, პაციენტს ყოველთვის აქვს შანსი მასზე გამარჯვების.

ახლა თავს კარგად გრძნობს, არაფერი მაწუხებსო, ამბობს და ნუცას გულში იხუტებს. ნუცა მისი კატაა, შვილივით რომ გამოზარდა. კიდევ მარტა ჰყავს. სანადიროდ გასული დაგვხვდა.

როგორ ან ვისგან დაინფიცირდა, არ იცის. ოჯახში საქმეებს რა დალევს და ალბათ მაშინ გავცივდიო. შვილიშვილი, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა, გათხოვდა. ოჯახის კიდევ ერთი წევრი კი საზღვარგარეთაა. ამიტომაც, ყოველდღიურ საზრუნავთან გამკლავება მარტოს უწევს.

"ვფიქრობ მე გავაჩინე თვითონ, იმიტომ, რომ ვერ მოვიცადე. როცა კარგი გული მქონდა, გარეთ ვიარე. ვითომ ეს გავაკეთე, ის გავაკეთე. ასი ამბავია ოჯახში გასაკეთებელი. ცოტა სუფთად ვიყო მეთქი. ხან ცოცხს ავიღებ. ქალაქშიც დავდიოდი ხანდახან. გავცივდი ალბათ. მომცა სიცხე. აქედან გამიჩნდა ალბათ კორონა", - უთხრა კარლო ლაგვილავამ "ლაივპრესს".

მეზობელს შეუტყვია, რომ ძველებურად ვეღარ იყო. სიცხეც 38 გრადუსამდე ჰქონდა და ახველებდა. არც სხეული ემორჩილებოდა. გამოუძახეს სასწრაფო დახმარებას. ექიმებმა ეჭვი კორონავირუსზე მიიტანეს. ვაიმე ჩემს თავს მეთქი, ცოტა კი მეწყინაო, იხსენებს, თუმცა სიკვდილის შიშმაც ვერ ათქმევინა უარი საავადმყოფოში გადაყვანაზე. აქ მოვკვდებიო დაიჟინა. საბოლოოდ რუხის კლინიკაში ჰოსპიტალიზაციას მაინც დათანხმდა, სადაც დაახლოებით ორი კვირა დაჰყო.

სახლის გასაღები და შვილივით გაზრდილი კატები მეზობელს დაუტოვა, მიმიხედეო. თითქმის დარწმუნებული იყო, ნუცას და მარტას უკანასკნელად ხედავდა. არ დაუშვია, რომ ვირუსს დაამარცხებდა და შინ დაბრუნდებოდა. საავადმყოფოშიც მათზე ეფიქრებოდა. სახლში ეჩქარებოდა და აჩქარებდა ექიმსაც. გამიშვითო, ითხოვა მეთორმეტე დღეს. სიცხე უკვე აღარ ჰქონდა. გაწერამდე კიდევ ერთხელ გამოიკვლიეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ყველაფერი რიგზე იყო.

"გადამიღეს რენტგენი. დამაწვინეს და სტოლიანად შემიყვანეს, სადღაც ტუნელში მივდიოდი მეგონა და გამსინჯეს. ჩემი თვალით ვხედავდი, პირველად რომ შემიშვეს, 11 წერტილს ვხედავდი. ახლა კი რვა წერტილი იყო. ეს აღნიშნავს ფილტვების დაჩრდილვას მარჯვენა მხარეს. მერე ანალიზების პასუხიც მოვიდა. მთავარი ექიმი შემოვიდა. მალადეცო შენ, არ მგონა თუ გადალხავდიო 97 წლის კაცი", - იხსენებს კარლო ლაგვილავა.

პასუხის ეშინოდა. იქნება ცუდი რამ სჭირდა და კიდევ დარჩენილიყო საავადმყოფოში. ცუდის მოლოდინი არ გამართლდა. გამოჯანმრთელებული ხარო უთხრეს.

გაწერამდე ექიმმა ეტლით ჩაიყვანა პირველ სართულზე, კოვიდინფიცირებულ ახალგაზრდებთან. შეხედეთ, მაჭირხოლივით (მერცხალი) მიფრინავსო სახლში. ვირუსს მოერია და მიბაძეთ, ნემსის ჩხვლეტის რომ გეშინიათო.

კორონავირუსზე გამარჯვებას კარლო ლაგვილავა ექიმების გულისხმიერებასთან ერთად, საკუთარ ჯანმრთელობას მიაწერს. თავს ვუვლიდი და არც ტალახის და წყლის აბაზანებს ვიკლებდიო ახალგაზრდობაში.

გამოჯანმრთელებული ახლა სხვებს ამხნევებს - თავი არ დაუხაროთო შიშს.

სახლში დაბრუნებულს მონატრებული ნუცა და მარტა დახვდნენ. შარვლის ტოტებზე ჩამოეკიდნენ პატრონს. აგრძნობინეს, რომ ელოდნენ.

97 წლის მოხუცს ზამთრის შეშა დაბინავებული აქვს. დროდადრო თითო ნაჭერს შეუკეთებს გახურებულ ღუმელს. ღუმლის ქვეშ ნუცა გაწოლილა, სითბოსგან გაბრუებული. ბაბუა კარლოს ხმაზე ზანტად დგება და მისთვის განკუთვნილ ულუფას ნება-ნება ღეჭავს.

ასე გადის დღეები გაზაფხულის მოლოდინში.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.