ზუგდიდელი მუსიკოსის საინტერესო კარანტინი [ვიდეო]
ფანდური, ბასფანდური, ჩონგური, სალამური და კიდევ სხვა ბევრი
ინსტრუმენტია, რაზეც მუსიკოსი მირზა შველიძე ერთნაირად კარგად
უკრავს.
ის ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის, "ოდოიას" წევრია. პანდემიის გამო ახლა რეპეტიციები შეჩერებულია, თუმცა მირზამ ეს დრო ახალი შესაძლებლობებისა და უნარების განვითარებისთვის გამოიყენა.
ძველ ქართულ სიმღერებს ხალხური საკრავებით აცოცხლებს. სხვადასხვა საკრავზე ასრულებს, შემდეგ ამონტაჟებს და სოციალურ ქსელში ათავსებს.
"ინტერნეტში მივაგენი უამრავ საინტერესო მასალას. მივხვდი, რომ შემეძლო უფრო საინტერესოდ მემუშავა, ვიდრე სამსახურში სიარულისას, რადგან მეტი დრო მომეცა. საჩემო ყოფილა ეს კარანტინი. ვეძებ ძველ ქართულ ფილმებს საინტერესო მელოდიებით. როცა მოვისმენ, ჯერ ვამუშავებ სალამურზე, შემდეგ ფანდურის თანხლებით სხვა ინსტრუმენტებზე", - ამბობს მირზა.

ის წუხს, რომ ქართულ ხალხურ საკრავებს ჯეროვანი ყურადღება არ ექცევა და სურს მისი პოპულარიზაცია.
"დღეს მრავლად არიან შერეული ბენდები, სადაც ხალხურ საკრავებზეც უკრავენ, თუმცა ქართული ხალხური ტრიო, კვარტეტი და ა. შ. მივიწყებულია, ბენდების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა მიმაჩნია, რომ უნდა აღდგეს ქართულ - ხალხურ საკრავთა ორკესტრი".
მირზას სახლში ხმის ჩამწერი სტუდია არ აქვს. საკრავებზე შესრულებულ კომპოზიციას ორი ტელეფონით იწერს და ამუშავებს.
"მაგალითად, სალამურზე რომ დავუკრავ, ერთი ტელეფონით ხმას ჩავიწერ, შემდეგ ამ ხმას ჩავრთავ და მეორე ტელეფონში იგივე მელოდიას ფანდურის თანხლებით დავუკრავ, ასე ვაწყობ დუეტებს, ტრიოს და ა.შ."
ხშირად მეგობრებს იწვევს და დუეტებს, ან ტრიოს მათთან ერთად ონლაინ იწერს.
ნინა გოჩოლეიშვილი და ჟანა როგავა მირზას ბავშვობის მეგობრები არიან. მათთან ერთად ჩაწერილ ვიდეოებს ფეისბუკზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ისინი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ერთად დაეუფლნენ საკრავებზე დაკვრას.
"რამდენიმე ვიდეო ნანახი მქონდა მირზასი ფეისბუკზე. ერთხელაც მოვიკითხეთ ერთმანეთი. გავიხსენეთ, რომ ბავშვობაში როგორ არაჩვეულებრივად უკრავდა სალამურზე. ასევე ჩვენს პედაგოგებსაც ძალიან უნდოდათ, რომ გაგვეხსენებინა. სახლში ასე უბრალოდ ზიხარ და საშინაოდ ჩაცმული რომ ჩაწერ ვიდეოს, რომელსაც შემდეგ გამოხმაურება მოყვება, ძალიან მიხარია", - ამბობს ნინო.

მეგობრები ფიქრობენ, რომ ერთობლივ ონლაინ კონცერტებს კიდევ გააგრძელებენ.
"სპონტანურად მოხდა პირველი სიმღერის ჩაწერა. როცა შემომთავაზა ერთად ხომ არ ვიმღეროთო, მე ჩემს დასაც დავუკავშირდი, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და ისიც სიამოვნებით დათანხმდა. მინდა, რომ ასე გავაგრძელოთ და კონცერტი ჩავატაროთ", - ამბობს ჟანა.
მუსიკოსების ცხოვრებით კორონავირუსის გავრცელების პირველი ტალღის დროსაც დავინტერესდით. ახლაც ისევე, როგორც მაშინ, მათ რესტორნები დახურვით შემოსავლის დამატებითი წყარო დაკარგეს, რადგან ფოლკოლურ ანსამბლში მუშაობის პარალელურად, ქორწილებსა და სხვა წვეულებებზე სიმღერით ირჩენდნენ თავს.
თუმცა მირზა ფიქრობს, რომ არათუ პროფესიის შეცვლაზე, არამედ განვითარებაზე ფიქრობს.
ამჟამად ახალ პროექტზე მუშაობს. გეგმავს, გააკეთოს მუსიკოსების ნამუშევრების არქივი:
"ინსტრუმენტების კვალდაკვალ. ასე ერქმევა ფეისბუკგვერდს, სადაც მინდა შევაგროვო მათ მიერ შესრულებული კომპოზიციები. არ აქვს მნიშვნელობა რომელი საკრავი იქნება, ფანდური ჩონგური, დიპლიპიტო, თუ გარმონი. მინდა, რომ ისტორიას დარჩეს ჩვენი ნამუშევრები და თაობებს გამოადგეს".